0

ბოლო 1 წელი

უკვე ერთი წელი გავიდა, რაც ისლანდიაში ვარ. ამ პერიოდში ბევრი კარგი რამ დავინახე, ბევრიც ცუდი.

გასული წელი მთლიანად ისლანდიურის სწავლას მოვახმარე. მაგისტრატურაზე ყველა კურსი ისლანდიურად იყო და აზრი არ ქონდა პირდაპირ შეჭიდებას. თან მოხუცებულების სახლში ვმუშაობ კვირაში რამდენიმე დღე.

ისლანდიურის სწავლა საკმაოდ გამიჭირდა. საბაზისო კურსის დიპლომი უკვე ავიღე, ადამიანებთან საუბარი შემიძლია (ოღონდ არა პოლიტიკა – ეკონომიკაზე და მსგავს რთულ თემებზე) და ძალიან მიქებენ ისლანდიურს, მაგრამ მე არ ვარ კმაყოფილი, ბრუნვებს ჯერ ისე ვერ ვიყენებ, როგორც საჭიროა და ზმნების გამოყენება საერთოდ მანადგურებს. საქმე იმაშია, რომ ისლანდიურში ზმნები 4 ჯგუფად იყოფა და ეს განაპირობებს იმას, თუ როგორ იუღლება, ან როგორ იხმარება წარსულსა და მომავალში. პრობლემა ისაა, რომ ზმნის საწყის ფორმას არანაირი მიმანიშნებელი არ აქვს, რაც გაგაგებინებს, რომელ ჯგუფს მიეკუთვნება. ხოდა ზეპირად რაც არ მახსოვს, იმ ზმნებზე მკითხაობა მიწევს ხოლმე და თუ გავარტყი ხო კარგი, თუ არა და მისწორებენ და სირცხვილისგან ვიწვი ხოლმე.

იმას მივხვდი ამ პერიოდში, რომ მარტო კურსებზე რომ მევლო და არ მემუშავა, ენას ამ დონეზეც ვერ ავითვისებდი და მარტო რომ მემუშავა კურსების გარეშე, ვერც მაშინ ვისწავლიდი.

სექტემბრიდან ახალ სემესტრს ვიწყებ – წინაზე ბევრად რთულს. ცოტათი მეშინია, თავს ვამზადებს სირთულეებისთვის.

 

Advertisements
0

მცირე შთაბეჭდილებები კიევზე

კიევში “შევლა” დამჭირდა ვიზისთვის. სანამ წავიდოდი, კარგად გავარკვიე, ერთ დღეში ხომ გააკეთებთ-მეთქი და დასტური რომ მივიღე, წავედი.
ინტერნეტის დახმარებით კარგად გავარკვიე, როგორ უნდა გავსულიყავი ქალაქში, სად იყო საელჩო და ა.შ. ძალიან გამომადგა ის, რომ მთელი ეს ინფორმაცია კარგად და გარკვევით მოიპოვებოდა ინტერნეტში.
რაც შეეხება კიევს, ზოგ რაღაცაში, თითქოს ჩვენ დონეზე, ან ოდნავ უფრო უკან არიან. ზუსტად ვერ იტყვი, რაზე, ზოგადად, გარეგნულად ჩანს ასე. მიწის ქვეშა გადასასვლელის კიბეებზე ჩვენსავით აქვთ გამოტანილი გასაყიდად ხილი, ყვავილები და სოფლის რძე. ბევრი რაღაცა ჩვენზე უკეთ აქვთ მოწყობილი. მაგალითად, რუკები ქუჩებში, რომლის გარეშეც, ალბათ, დავიკარგებოდი.

ამ პარკში დიდი დრო გავატარე ვიზის ლოდინში

ამ პარკში დიდი დრო გავატარე ვიზის ლოდინში

მეტროს მატარებლები ჩვენსაზე უფრო ძველს გავს, მაგრამ იქ მგზავრების უმრავლესობა კარგად გამოწყობილი მგზავრობს და დაუბანლობის სუნსაც არ შევუწუხებივარ.
რაც შეეხება ლეგენდარულ უკრაინელ გოგოენბს – ისევე ჰყავთ მაღლები, დაბლები, მსუქნები, გამხდრები, ლამაზები და შეუხედავები, როგორც ჩვენ. ჩემი აზრით, განსხვავება თავის მოვლაშია. თითქმის არ შემხვედრია მოუწესრიგებლად სახლიდან გამოსული არც ქალი და არც კაცი. ტანსაცმელი და თმა ყველას ფორმაში აქვს. ხო, და კიდევ ღია ფერებიც მოწმედებს, ალბათ, ამ ლეგენდარულობაზე.

უგემრიელესი ყავაც მივირთვი ქუჩის მეყავისგან

უგემრიელესი ყავაც მივირთვი ქუჩის მეყავისგან

ფულმა თავიდან ევროტურის ბრატისლავას ეპიზოდი გამახსენა ცოტათი. შეიძლება იმიტომ, რომ მეტ სიძვირეს მოველოდი. ბარგის შენახვა საათი 3 გრივნა დამიჯდა. მთელი დღე დაახლოებით ხუთი ლარი გამოვიდა. ბარგის შეხვევაც სადღაც 6 ლარამდე ღირს (საქართველოში ორმაგია).
ტაქსისტები, მგონი ჩვენზე უფრო “შემეტენეები” არიან. სანამ აეროპორტიდან გზა გამოვიკვლიე, რამდენიმე ამეკიდა, იაფად წაგიყვან, ფაქტიურად უფასოდო. ეს “ფაქტიურად უფასოდ” მინიმუმ 40$ იყო. არც შევვაჭრებივარ, მშვენივრად დადის იქ ავტობუსები. მადლობას ვუხდიდი და უარით ვისტუმრებდი, მაგრამ ეგ არ შველოდა, მაინც მომდევდნენ და ჩემს გადარწმუნებას ცდილობდნენ. ბოლოს უბრალოდ ვაიგნორებდი. მაინც მომდევდნენ, მაგრამ ნაკლები დროით.
ხო, კიდევ ერთი განსხვავება – ქუჩაში ან პარკში ზასაობა არ ჯარიმდება და მაინცდამაინც არც არავის ადარდებს, ვინ რას აკეთებს (ნუ რაც მე დავინახე, იმის მიხედვით ვმსჯელობ).
სულ ეს იყო, რაც ჩემთვის საინტერესო აღმოჩნდა ჩემი იქ ყოფნის რამდენიმე საათში.

0

მანქანა რომ დამეჯახა, ის

არ ვიცი, ეს მე მხვდება ხოლმე ამდენი პროტესტის გამომწვევი შემთხვევები, თუ სხვები უბრალოდ არ საუბრობენ ამაზე..

გუშინ მანქანამ დამარტყა. აი ასე, ვიდექი ჩემთვის გზის პირას, ველოდებოდი ‘მარშუტკას’ და უცებ მანქანა, რომლის უკანაც ვიდექი, უკან სვლით წამოვიდა და მომეჯახა. რაც მთავარია, არ გაჩერდა, აგრძელებდა. ნუ არაფერი დამშავებია მე, უბრალოდ ფეხი მეტკინა ცოტა, მაგრამ ყველაზე საინტერსესო ამის შემდეგ მოხდა. მივვარდი მანქანას მძღოლის მხრიდან და ვეჩხუბები, რატომ დამეჯახეთქო. თავის გამართლება – „ვერ დაგინახე“.

მეთქი ზუსტად ეგაა პრობლემა, რომ ვერ დამინახე, სარკე რისთვის გაქვს და ბლა ბლა. პასუხი – „სარკეში არ ჩანს ეგ მხარე“. ნუ ვუხსნი, რომ არაა ეგ ჩემი პრობლემა, რომ თუ სარკიდან ვერ ხედავს, სხვა ხერხი მოძებნოს, მაგრამ ადამიანს არ უნდა დაეჯახოს. ის კიდევ მაწვება, ახალგაზრდა გოგო ხარ და რა პონტში მეჩხუბებიო. ნუ გადასარევი ლოგიკაა ხო? მერე უარესი დაამატა – მანქანის უკან რატომ დგახარ და ელოდები მარშუტკას, გაჩერება იქითააო და მიმანიშნა შუქნიშანთან. ნუ ვუხსნი, რომ მარშუტკა ავტობუსი არაა, არ აქვს გაჩერება და ვისაც სად უნდა იქ ელოდება. არა, მაინც მაწვება, მე ხომ გაგიე შენო და შენც გამიგეო, რას ვიფიქრებდი რომ აქ ადამიანი იქნებოდაო. მეთქი სულ რომ აკრძალული იყოს აქ ადამიანის დგომა, მაინც მე ვარ მართალი, იმიტომ, რომ შენ მართავ და შენ მეჯახები და შენ მაზიანებ მე და არა პირიქით. ხოდა მაშინ თუ შენ თვლი, რომ კარგად იდექიო, მეც ძალიან კარგად დავძარი მანქანაო და წავიდა ))

ერთი ბოდიში არ დასცდენია. აქეთ დამადანაშაულა, რომ ქუჩაში მარშუტკას ველოდებოდი. იმ ქუჩაზე თითქმის ყველა მანქანის უკან იდგა ადამიანი და ელოდებოდა ტრანსპორტს.

ჩემი აზრით, ეგეთი მძღოლები საზოგადოებისთვის საშიშები არიან. მე გუშინ მხოლოდ ფეხი მატკინა, ხვალ ვიღაცას დაამტვრევს, მაზეგ მოკლავს…

პატრულში არ დავრეკე. ნუ ერთია, რომ ვერც მოვასწარი, მეორეა, რომ მაქსიმუმ დააჯარიმებდნენ და ის გააგრძელებდა ისევ ისე სიარულს. და ამ ჯარიმით, მგონია, რომ არაფერი შეიცვლებოდა იმის გარდა, რომ ეს ტიპი ცოტა ფულს დახარჯავდა.

 

2

ჯალათები იმსახურებენ იგივეს?

გუშინ საშინლად გავმწარდი. ვიდეოს მხოლოდ პირველი 2 წუთი ვნახე,  მეტი ვერ გავქაჩე და ყველაფერს ვბრდღვნიდი. ცხელ გულზე ვთქვი, არავინ იმსახურებს ასეთ მოქცევას თვითონ იმ ხალხის გარდა, ვინც ამას აკეთებდამეთქი.
მერე მთელი ღამე არ დამაძინა საკუთარმა ნათქვამმა.
რატომ? იმიტომ, რომ ჩავთვალე, რომ ის ხალხი, ვინც ასე იქცეოდა ზუსტად იგივენაირ მოქცევის ღირსი იყო. მთავარი ის არის, რომ ის ჯალათებიც თვლიდნენ, რომ პატიმრებიც თავიანთი დანაშაულის გამო იმსახურებდნენ ისეთ მოქცევას.
გამიჩნდა კითხვა – რით ვარ ამის შემდეგ მათზე უკეთესი?
გამახსენდა კვლევფა, რომელიც ფსიქოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტებისთვის კარგად არის ცნობილი. კვლევამ დაადასტურა, რომ იგივე ხალხი, რომელიც ძალადობას სასტიკად გმობდა, იგივეს აკეთებდა, როგორც კი ამის ძალაუფლებას და მითითებას იღებდნენ.
ყოველთვის მეგონა, რომ მე ამაზე მაღლა ვიდექი. იმდენად მოქმედებდა ჩემზე სხვისი დანჯვის ფაქტები, მეგონა, რომ ვერასოდეს მსგავსს ვერაფერს გავაკეთებდი. არადა დადგა დრო, როცა ჩემი პირით ვთქვი ვიღაცაზე, ასეთი მოპყრობის ღირსიამეთქი.
ამის მერე რა ნამუსით უნდა ვთქვა, რომ ვინმეზე უკეთესი ვარ?
იმის თქმა მინდა, რომ დავუმტკიცოთ ჩვენს თავებს, რომ ცხოველურ ინსტინქტებზე მაღლა ვდგავათ, ან იმ ჯალათებზე უკეთესები ვართ. ნურავის დავემუქრებით თავიანთი სისასტიკის უკან დაბრუნებით.
ხო, შეიძლება ვთვლიდეთ, რომ იმსახურებენ, მაგრამ ის მოძალადეებიც თვლიდნენ, რომ პატიმრები ეგეთ მოპყრობას იმსახურებენ

4

ვუთხრათ უვარგის სერვისს არა (შემართებით პოსტი :D )

მე და ჩემს დას თბილისი მოლში გვინდოდა გასვლა. საზოგადოებრივი ტრანსპორტით რომ წავსულიყავით, გადაჯდომები დაგვჭირდებოდა და დროში ვიწვებოდით, მერე დაიკეტებოდა კიდევაც უკვე. მოკლედ, ტაქსის გამოძახება გადავწყვიტეთ. სხვადასხვა მიზეზების გამო, ბოლოს ერთადერთი არჩევანი 200 200 (იგივე 94 14 14) დარჩა. დავრეკეთ და ფასი ვიკითხეთ. იქიდან ვიღაცამ გვიპასუხა გადმორეკეთო და ტელეფონი გაგვითიშა. მეორედ დავრეკეთ, ზუსტად იგივე განმეორდა. მესამე დარეკვაზე პირდაპირ ვუსაყვედურეთ და გოგონამ გვითხრა, უი, ეგ წინაზე მე არ ვიყავი და 6 ლარი დაჯდება და მაქსიმუმ 10 წუთში მოვა ტაქსიო. დაახლოებით ნახევარ საათიანი ლოდინის შემდეგ გადავრეკეთ. ოპერატორმა გვითხრა, მე არ მიმიღია თქვენი შეკვეთა და ის ოპერატორი 2 წუთში გადმორეკავსო. კაი, დაველოდეთ კიდევ. 10 წუთის შემდეგ გადავრეკეთ, ოპერატორმა თქვა, ახლავე გავარკვევ, არ გათიშოთო. კარგა ხანი ველოდეთ, მაგრამ ადამიანის ხმა აღარ გაგვიგია და გავთიშეთ ტელეფონი. დაახლოებით 5 წამში დარეკეს, თქვენი ტაქსი ვერ მოვაო და გათიშეს ეგრევე ისევ. ამ დროს უკვე ძაან გაბრაზებულები ვიყავით, იმიტომ, რომ რაც მაგათ ველოდეთ,  საზოგადოებრივი ტრანსპორტითაც მივიდოდით მაგ დროში.
გადავრეკეთ ისევ საყვედურებით. ისევ ის თავის მართლებები დაიდო, რომ ვაიმე, მე არ ვიყავი ეს და ასე შემდეგ. კიდევ მრავალ სართულიანი შეჯორვის შემდეგ მენეჯერთან საუბარი მოვითხოვეთ.
მოვიდა მენეჯერი ტელეფონთან. ავუხსენი მდგომარეობა და დაიწყო რაღაცეების ლაპარაკი, ზუსტად არ ვიცი რა უნდოდა. პარალელურად გვერდით მჯდომი წინა ოპერატორის წიკვინი ჩამესმის,მე არ მილაპარაკია მაგასთანო. მეთქი ნუ ყვირის ტელეფონში, კარგად ისმისთქო და ვინც არ უნდა ყოფილიყო,თქვენი მთლიანი კომპანიის სახელზე მეტყველებსმეთქი. თან მარტო ერთხელ ხო არ იყო ეგეთი ფეილი მაგათთან. ზედიზედ რამდენჯერმე განმეორდა და დავიჯერო, ყოველ ჯერზე ერთმა უზრდელმა ოპერატორმა მიპასუხა?
მოკლედ, მენეჯერს აშკარად მაგრა ეკიდა, როგორ მაზარალა ამ ფაქტმა და როგორი უკმაყოფილო ვიყავი, შემომთავაზა, თავიდან მივიღებ შეკვეთასო. ანუ კიდევ ნახევარი საათი უნდა გელოდოთ მეთქი? არაო, მაქსიმუმ 5 წუთში გეტყვით მოვა თუ არაო. ესეიგი მაგ 5 წუთის მერე უნდა ვიცადო კიდევ ნახევარი საათითქო? არაო, მერე 5 წუთში მოვაო.
ამ დროს გამახსენდა, რომ ისლანდიაში პიცის გაკეთება 5 წუთით დამიგვიანეს და ბოდიშის ნიშნად უფასოდ გამომატანეს. ხოდა ამ გახსენებაზე მენეჯერს ვუთხარი, ამ ზარალის გამო კაკ მინიმუმ ფასდაკლებით უნდა წამიყვანო დანიშნულებამდე, ახალი შეკვეთა კი არ უნდა გააკეთო იგივე ფასადო. დამცინა, რა ფასდაკლებაო. მეთქი აღარ მინდა შენი გამოძახება დავაგვიანე უკვეთქო, მაგრამ ამ შემთხვევის გამო სახელი ძალიან გაიფუჭეთმეთქი. აი პასუხი თუ კიდევ გამაოცებდა არ მეგონა – არაფერიც არ გავიფუჭეთ, ჩვენ ამით არაფერი დაგვაკლდებაო.
მოკლედ, ამ კომპანიას მომხმარებელი აფსოლიტურად ფეხებზე კიდია და გასდის და ჰგონიათ რომ მომავალშიც ასე გაუვათ.
საერთოდ ასეთ თემებზე წერა არ მიყვარს – საქართველოა მაინც და სერვისის ცნებაც კი არ არსებობს ხშირ შემთხვევაში, მაგრამ ორი მიზეზი მქონდა:
– ასეთი უნამუსობა არ შემხვედრია ჯერ
– ზედმეტად თავდაჯერებულები არიან, და ჰგონიათ, რომ იგივენაირად გააგრძელებენ მომხმარებლების საშინლად მომსახურებას წარმატებით გააგრძელებენ.
თქვენც გაითვალისწინეთ და მეგობრებსაც დაუშეარეთ ეს ამბავი. გაიგონ, რომ ყოველთვის ყველაფერი არ გაუვათ. არა მარტო ამ კომპანიას, სხვებმაც რომ გაიგონ და იგივე არ გაიმეორონ :))

6

ქალების მარათონი (ანუ როგორ მოვიგე მედალი)

616532

აქ ხალხის მინიმუმი ჩანს

ისლანდიაში ყოველ წლიურად (16 ივნისს) ქალების მარათონი ეწყობა. მდედრობითი სქესის წარმომადგენლების უმრავლესობა იღებს ამაში მონაწილეობას. წინასწარ ყიდულობენ მაისურებს, რომლებიც ყოველ წლიურად სხვადასხვა ფერისაა და დათქმულ დღეს ერთ ადგილას იკრიბებიან.

მარათონი ისლანდიის ყველა ქალაქში ტარდება. გამოყოფილია 3 სიგრძის გზა (2, 5 და 10 კილომეტრიანი მანძილები), რომლებსაც ქალები გაირბენენ და ვისაც რომელი გზა ურჩევნია იმას ირჩევს. სინამდვილეში გარბენა აუცილებელი არაა, ზოგი ჩქარი ნაბიჯით მიდის, ზოგიც უბრალოდ მისეირნობს. მთავარი მანძილის გავლაა. მონაწილეობას იღებს ყველა ასაკის მანდილოსანი. პატარები ეტლით მიყავთ, ისევე, როგორც შეზღუდული შესაძლებლობების ადამიანები. მოხუცები ხელჯოხით მიდიან. წლევანდელ მარათონში 93 წლის ორმა ქალბატონმა მიიღო მონაწილეობა. გზის ბოლოს ყველა მონაწილეს ურიგდება მედლები და აძლევენ გამაგრილებელ სასმელებს. თუ ვინმეს ცეკვა უნდა, სცენაზე ინსტრუქტორები მარტივ მოძრაობებს აჩვენებენ და ყველა ცეკვავს.

cimg1561-11289

ეს ცეკვის ინსტრუქტორები მინი სცენაზე

dance

ესეც ინსტრუქციას აყოლილი საზოგადოება

მაისურების გაყიდვიდან შემოსული თანხა კიბოს წინააღმდეგ ბრძოლას ხმარდება. ძალიან ვამაყობდი, რომ წლევანდელ მარათონში მეც მივიღე მონაწილეობა. ამ პროექტის კეთილ მიზნებზე რომ არ ფიქრობდე, ისედაც ძალიან სასიამოვნოა მონაწილეობის მიღება. რაღაც ერთიანობის შეგრძნებაა თუ რაღაც ეგეთი. მაგრა გამისწორდა მე.

რაც მთავარია, სახლში რომ მივედი, ამ მედალს ვაფრიალებდი, მოვიგე-მეთქი. ისლანდიელებმა კი იცოდნენ რა მედალიც იყო, მაგრამ არა ისლანდიელ მეგობრებს რომ ვაჩვენებდი გაკვირვებულები მიყურებდნენ, არ ვიცოდით რომ დარბოდი, ყოჩაღო. მეც სიამაყით ვივსებოდი… სანამ ავუხსნიდი, რომ ყველას ურიგებენ მედალს

4

კიდევ ცოტა რამ ისლანდიის შესახებ

ამას წინათ რეიკიავიკის გარშემო ქალაქები ვნახე და აქაურ ციხესაც ჩავუარე. როგორც მითხრეს, ეს ქვეყნის ყველაზე დიდი ციხეა. ზომას თუ შეხედავთ, მიხვდებით, რომ საკმაოდ ცოტა პატიმარი ყავთ ისლანდიელებს. ციხეები ძალიან კეთილმოწყობილია (ზოგს სახლშიც არ აქვს ასეთი კარგი პირობები). აქ ციხე დასჯის და პატიმრების გაბოროტების ადგილი არ არის. პირიქით, ყველანაირად უწყობენ ხელს, რომ გამოსწორდნენ და სოციომის მისაღები და უსაფრთხი წევრები იყვნენ (განათლებას აძლევენ, ასაქმებენ და ა.შ.).

100_5117_thumb1

ზემოთ აღნიშნული ციხე

ქალაქიდან რომ გავედით, გზაზე ელფების სახლები ვნახე. ერთერთმა აქაურმა მხატვარმა ქვებზე კარებები დახატა და ელფების სახლები დაარქვა (ცნობილია, რომ ელფები ქვებში ცხოვრობენ. ისლანდიაში ელფების ბევრს სჯერა და მათთან მოლაპარაკების სამინისტროც აქვთ. ახალ გზას ან შენობას თუ აშენებენ, წინასწარ იღებენ ელფებისგან უფლებას. დასტური თუ არ გაქვს, ცუდი ამბები დატრიალდება ამ ახალი ნაგებობის გარშემო და ხალხი ამბობს, რომ მართლა ხდება ამოუხსნელი ცუდი რაღაცეები. აქედან გამომდინარე, ელფების ნებართვის გარეშე რამის აშენებას არავინ რისკავს, თუნდაც სულ არ სჯეროდეთ მათი არსებობის.

100_5152---Copy_thumb2

მითითებულ ქვებს თუ დააკვირდებით, კარებებს დაინახავთ :))

ისლანდია იდეალური ქვეყანაა ჩემნაირი შოკოლადომანებისთვის. სუპერ მარკეტებში წონით შოკოლადების განყოფილება აქვთ, შოკოლადის ქვეყანა ქვია და შაბათობით იქ ყველანაირი ასაწონი შოკოლადი 50% ფასდაკლებით იყიდება. პარასკევ საღამოს 12 საათს როგორც კი გადასცდება, ყველა შოკოლადის ქვეყანაში მიდის და განყოფილებაში მეორედ მოსვლა ხდება.

100_5131_thumb[1]

ეს ისე, სხვათაშორის, ქალაქიდან რომ გადიხარ, ეს დამტვრეული მანქანები ‘კიდია’ და გვერდზე რიცხვი აწერია, რომელიც აღნიშნავს ამ წელს ისლანდიაში მომხდარი ავტო კატასტროფების რაოდენობას. მოკლედ, ფრთხილად ტარებისკენ მოწოდებაა

ხო, კიდევ აუზები ძალიან იაფია (ისლანდია ბუნებრივ რესურსებს აქტიურად იყენებს, აქედან გამომდინარე, ცხელი წყალი და ელექტროენერგია საკმაოდ იაფია). ერთჯერადი შესვლა 6-7 ლარი გამოდის. მთელი თვის აბონიმენტს თუ აიღებ, 60 ლარზე ძვირი არ გამოვა და ყოველ დღე შეგიძლია მიხვიდე ნებისმიერ დროს და გაჩერდე რამდენი ხანიც გინდა. თან ღია ცის ქვეშ აუზში ცხელი წყალია და აუზის გარშემო დიდი ჯაკუზები არის, კიდევ სასრიალოებით და საუნითაც შეგიძლია ისარგებლო. მოკლედ, სამოთხეა ))

Laugardalslaug_thumb[2]

ამ აუზზე დავდივარ, როგორც წესი

11

ისლანდია – ყინულის ქვეყანა

პარიზის ამბების დასრულება მინდოდა, მაგრამ რამდენი ხანია, ისლანდიაში ვარ და არაფერი დამიწერია ამ ქვეყანაზე ჯერ. ხოდა პარიზი მოიცდის.

სახელიდან და მდებარეობიდან გამომდინარე უმრავლესობა ფიქრობს, რომ აქ ყოველთვის ყინავს, რაც მთლად სიმართლე არ არის. ზამთარი ზომიერად ცივია (დაახლოებით ჩვენსავით), ზაფხულშიც არ არის გაუსაძლისი სიცხე – საშუალოდ 20-25 გრადუსი არის ხოლმე. ჩემთვის ეს არის კარგი ტემპერატურა. ერთი მინუსი ქარია. თითქმის სულ არის აქ ქარი და მიზეზიც გასაგებია – ხშირმა ვულკანებმა ხეები გაანადგურა (თავის დროზე). ახლა ძალიან აქტიურად ზრუნავენ გამწვანებაზე და ზოგი ამბობს, წინა წლებთან შედარებით ნაკლები ქარიაო.

100_6681

რეიკიავიკის ერთ-ერთი ხედი

თავიდან ცოტა გამიჭირდა 24 საათიან სინათლესთან შეგუება. ვერ ვიძინებდი და ნერვები მეშლებოდა, მაგრამ ‘ღამის სათვალე’ ვიყიდე და ყველაფერი მოწესრიგდა. სამაგიეროდ, როცა გინდა გადი სახლიდან, სულ დღეა. კიდევ კარგი ზამთარში არ ჩამოვედი, თორემ 24 საათიან ღამეს რა გაუძლებდა.

ხალხი ამბობს, რომ ჩრდილოეთში ხალხი ცივია და ათასი ლეგენდა დადის ამასთან დაკავშირებით. სხვების არ ვიცი და მე ჯერ ერთი ცივი ისლანდიელიც არ შემხვედრია. ძალიან ყურადღებიანები არიან. პირველად რომ მაღაზიაში შევედი, ისლანდიურის არ ცოდნის გამო კარგად ვერ გავერკვიე და ინგლისურად ვეკითხებოდი ხალხს ინფორმაციას პროდუქტებზე. სრულიად უცხო ადამიანები თავის საყიდლებს ტოვებდნენ, მომყვებოდნენ დასახმარებლად და მერე უბრუნდებოდნენ თავიანთ საყიდლებს.

100_5383

ღამის 3 საათზე. სურათზე – ჩემი ისლანდიელი მეგობრები და არნი :))

ენას რაც შეეხება, ძალიან მახსენებს საქართველოს მდგომარეობას. ისლანდიური საკმაოდ რთული ენაა (შეიძლება ქართულზე რთულიც), ამიტომ ჩამომსვლელები ენის სწავლით თავს არ იწუხებენ, მითუმეტეს, რომ მოსახლეობის 95% ინგლისურად ფლობს. ზოგი უცხოელიც ამით სარგებლობს და 20 წელიც რომ აქ იცხოვრონ, ისლანდიურად სიტყვას ვერ გეტყვიან (მხოლოდ ზოგზე მაქვს საუბარი). ისლანდიელების ნაწილს პროტესტი უჩნდება ამის გამო და ცოტა ბრაზდებიან, როცა ვეუბნები, რომ არ ვიცი ისლანდიური, მაგრამ რომ ვეუბნები, რომ ჯერ სულ 2 თვეა, რაც ჩამოვედი და რაღაცეების თქმაც შემიძლია, უხარიათ და უფრო მეგობრულები ხდებიან.

ზოგადად, ძალიან მცირე მოსახლეობაა (დაახლოებით 300 000) და პატარა წარმატებები ჩვენსავით უხარიათ (კიდევ ერთი პარალელი რა).

თავისუფალ დროს მოხუცებულთა თავშესაფარში მივდივარ ხოლმე დასახმარებლად. ერთი თვის წინ პრეზიდენტმა მოინახულა მოხუცები. გაოცებული დავრჩი იმით, რომ პრეზიდენტს ერთი კაცი დაცვაც არ ყავდა. სხვათაშორის, ძალიან გემოვნებიანი და სიმპათიური ცოლი ყავს (თან იმდენად მდიდარი, რომ ამბობენ, ისლანდიის ვალებს მარტო მაგისი ფული გაისტუმრებდაო) ერთად იყვნენ მოხუცებულებთან მოსულები. წასვლის წინ ცოლი მოვიდა, ხელი მომკიდა და გამომკითხა, საიდან ვიყავი და კარგად თუ ვგრძნობდი თავს ისლანდიაში. ვიცი, რომ მოვალეობის გამო მოიქცა ასე, თუმცა სასიამოვნო იყო მაინც, მითუმეტეს, რომ ტურისტი ვარ და ჩემგან მოწონების დამსახურება ქულებს ნამდვილად არ დაუწერდა მის ქმარს არჩევნებში.

wr09-big

ისლანდიის პრეზიდენტი მეუღლესთან ერთად

პრეზიდენტიც დაცვას თავი დავანებოთ და აქ ჯარიც არ ყავთ, პოლიციასაც არ აქვს იარაღის ტარების უფლება. შეიარაღებული მხოლოდ სპეც რაზმია, რომელსაც ვიკინგების რაზმს ეძახიან, და წინა წლების რეიტინგებიადან გამომდინარე, მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოც არის. დავალებებზე ყოველთვის ნიღბებს ატარებენ, რომ არავინ გაიგოს მათი ვინაობა, ახლობლების უსაფრთხოების მიზნით.

6

პარიზი თრიფ

ყველა შთაბეჭდილების გადმოცემა მინდა და ამიტომ ცოოტა გრძელი პოსტი იქნება, რომ იცოდეთ ))
ფრენით დავიწყებ: თბილისი – კიევი არ მომეწონა. ახალგაზრდა სტიუარდესა გოგოშკები ყავდათ, რომლებსაც ფეხზე ეკიდათ მგზავრები, არც საჭმელი ვარგოდა მაინცდამაინც. კიევის აეროპორტში სატრანზიტო ზონამდე ძლივს მივაღწიე, იმიტომ, რომ თანამშრომლები არაფერზე მპასუხობდნენ. ერთი კაპუჩინო ვიყიდე და იმაზეც ფული არ გამომართვეს და არა იმიტომ, რომ მოვეწონე, ხურდა არ ქონდათ უბრალოდ და სანამ ფულს მივცემდი მანამდე ჩამოასხა უკვე. სატრანზიტო ზონა ძალიან პატარა იყო, ლეპტოპი რომ არ მქონოდა სერიალებიანად, გავგიჟდებოდი ალბათ.

სულ ეს იყო სატრანზიტო ზონა და უკანაც ცოტა გრძელდებოდა

კიევი – პარიზით ბევრად უფრო კმაყოფილი ვარ. ამათ უფრო ზრდასრული სტიუარდესები ყავდათ, რომლებიც ყველა მგზავრზს ისე ექცეოდნენ, თითქოს ვიღაც ძალიან სპეშალ ადამიანი იყო. საჭმელითაც კმაყოფილი დავრჩი.
პარიზში ჩემი და დამხვდა აეროპორტშივე, მაგრამ თუ პირველად ჩადიხარ და არავინ გხვდება, წინასწარ კარგად უნდა გაარკვიო ტრანსპორტის მოძრაობა და ა.შ. მეტროთი ყველგან მიხვალ, სადაც გინდა, მაგრამ ძალიან ბევრი ხაზია და ახალი ჩასულისთვის, მითუმეტეს ჩვენს მეტროზე მიჩვეულისთვის ძნელი გასაგნებია.

მეტროებში დგას ასეთი ბილეთის აპარატები

ჩასვლიდან მეორე დღესვე პარიზის სანახავად გამაქცუნა ჩემმა დამ. წვიმის გამო ჩვეულებრივზე ნაკლები ხალხი იყო გარეთ (და ეს ‘ნაკლებიც’ საკმაოდ ბევრი იყო). ეიფელის სანახავად წავედით. არაფერი, ეიფელია რა, ზუსტად ისეთი, როგორიც სურათებში. არა, პირადად ნახვისას უფრო კარგი შთაბეჭდილება გრჩება, მარა მაინც. მითხრეს, ეიფელით რომ აღფრთოვანდე ზემოთ უნდა ახვიდეო. მე არ ავსულვარ.
ეიფელის მერე სენის სანაპიროზე გავისეირნეთ ორსის მუზეუმის მიმართულებით.

ხედი ორსის მუზეუმის ერთ-ერთი ფანჯრიდან

თვალები ამიჭრელდა იმდენი ‘ნაცნობი’ მხატვრის ნახატი ვნახე, რომლებიც ინტერნეტში ისე რა მოგწონს და რეალში ძაან მაგარია თურმე. ორსის მერე საშოპინგოდ წავედით და ქალაქის სხვა ნაწილიც ვნახე ცოტა.
ჩასვლიდან მესამე დღეს ლუვრში წავედით. ვინმე თუ აპირებთ ლუვრის ნახვას, დამიჯერეთ, ერთი სრული დღე არ გეყოფათ. ძალიან დიდია და ძალიან ბევრი რამეა სანახავი. თავიდან, აღფრთივანებული, ყველაფერს სურათს ვუღებდი (თან ეგვიპტე იყო თავიდან). მერე მივიხვდი, რომ ასე შორს ვერ წავიდოდი და უბრალოდ დათვალიერება და ისტორიების კითხვა გავაგრძელე, მაგრამ ესეც ზედმეტად გვანელებდა და საბოლოოდ მარტო დათვალიერებაზე გადავედი.

ეს გაფრთხილებები მომეწონა ძალიან


ყველაზე მეტი ტურისტი ჯოკონდას გარშემო იყო შეგროვილი. მესმის, რომ ყველას უნდა ამ შედევრის პირადად ნახვა. მეც მაგიტომ მივედი, მაგრამ რიგის მარტო სურათის გადასაღებად დაკავება ცოტა სისულელედ მიმაჩნია. მაგ მუზეუმში არსებული ყველა ნახატის ათასობით ფოტო დევს ინტერნეტში, თანაც ბევრად უკეთესი ხარისხით და განათებით, ვიდრე თვითონ იღებენ. თან კამერის მიღმა თვიღონ ნახატს არც უყურებდნენ, დასანანია. აი დავითის და გოლიათის შერკინების გადაღებისგან თავი მაინც ვერ შევიკავე.

წინა მხარე

უკანა მხარე

იდეაში, ლუვრის მერე კიდევ პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი უნდა ეჩვენებინა ჩენს დას, მაგრამ რომ გამოვედით გვიანი იყო, საშინლად დაღლილები ვიყავით, წვიმდა და ქარი ქროდა. თან გვშიოდა და საჭმელად წავედით სითბოში.

კიდევ ერთი გაფრთხილება ლუვრთან დაკავშირებით – ყოველ დღეს იქ ათასობით ადამიანი შედის, შესაბამისად, საკმაოდ გრძელი რიგებია (ჩვენ მარტო 1 საათი მოგვიწია). ამიტომ, ჯობია დილიდანვე წახვიდეთ და ყველაფერი კარგად დაგეგმოთ. ჩემი აზრით, გიდის აყვანა ჯობია მაინც. თან მუზეუმებში არაფერს არ აქვს წარწერა 1ზე მეტ ენაზე. ყველაფერი ფრანგულად აწერია. ასე რომ, გიდი გამოგადგებათ. ხო, კიდევ ყოველი თვის პირველ კვირას ნებისმიერ მუზეუმში შესვლა უფასოა.

ეს რიგის მეხუთედია

მეოთხე დღეს ძლივს გვეღირსა პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის ნახვა. ცუდი ის არის, რომ ფოტოაპარატი ზუსტად შესვლის წინ დამიჯდა და ვიდეო (რომლის გადაღებაც ყველაფრის უკეთ დასამახსოვრებლად მინდოდა) ვერ გადავიღე. რაც მთავარია, დიდი ხნის ოცნება ავიხდინე და ვნახე.

ნოტერდამის მერე მულენ რუჟის სანახავად წავედით. მთელ ქუჩაზე სექს შოპების გარდა მგონი არც არის არაფერი. რა უნდა მოგინდეს, რომ მაგ მაღაზიებში ვერ ნახო.
მულენ რუჟიდან სადღაც სხვა ქუჩებზე გამიყვანა ჩემმა დამ და იქ ვნახე კედელი, რომელზეც ყველა ენაზე აწერია ‘მე შენ მიყვარხარ’. დიახ, ქართულადაც აწერია. მსოფლიო გვიცნობს ფაქტიურად :))
მერე მონმარტში წავედით. საკმაოდ მაღლა არის, გორაკზე და ასვლა ცოტა უჭირს ხალხს. ყველაზე მეტად ის მომეწონა, რომ როცა შევედით, წირვა მიმდინარეობდა და ყველა რიტუალი ვნახე. არა, რიტუალის გამო არ მოვიხიბლე, ეგ მანამდეც მქონდა ნანახი. ამ შემთხვევაში ის მომეწონა, რომ სხვა ტურისტული ადგილებივით მარტო მონუმენტად არ არის გადაქცეული და ეკლესიის ფუნქცია არ აქვს დაკარგული. მითუმეტეს როცა ნოტერდამში მქონდა ნანახი წარწერები: ‘სანთლის დასანთებად შემოგვწირეთ 2 ევრო’, ‘სანთლის წასაღებად შემოგვწირეთ 5 ევრო’ და ა.შ.
მონმარტთან ახლოს მხატვრების უბანია და იქ ჯერ კიდევ შემონახულია ადგილი, სადაც საკმაოდ ცნობილი მხატვრები იყრიდნენ თავს. იქ დღესაც საკმაოდ ბევრი მხატვარია, თუმცა ისინი ტურისტებისგან ‘გასამდიდრებლად’ დგანან იქ არა ერთმანეთის სანახავად. თუ არ ვცდები, იქ სახატავად მხატვრებს სპეციალური ლიცენზია სჭირდებათ, შენ რომ გინდა და დგახარ ეგრე არ დაგაყენებენ.
ყველაფრის ნახვის მერე, ტრადიციულად საჭმელად წავედით. ცოტა ღამის პარიზიც ვნახე. ცუდი ის იყო, რომ გარეუბანში ვცხოვრობდით და უკან წასასვლელად მეტრო გვჭირდებოდა, რომელიც 12-1-სთვის იხურება და ძაან უნდა იჩქარო, რომ მიასწრო.

გაგრძელება იქნება შემდეგ პოსტში :))

3

ლისთები

ანუ სიები
ბოლო რამდენიმე თვეა, მივხვდი, რომ სიის გარეშე არაფრის გაკეთება არ ღირს. არც საყიდლებზე წასვლა, არც გასამგზავრებლად ჩაბარგება და ზოგადად, ახლო მომავალში შესასრულებელი ამოცანების დასახვა.
სხვების არ ვიცი, მაგრამ მე როდესაც მჭირდება რაღაცის ყიდვა და გავდივარ საყიდლებზე, ყველაფერს ვყიდულობ იმის გარდა, რაც მჭირდება.
როდესაც სია მაქვს, ვყიდულობ ყველაფერს რაც მჭირდება და თუ ფული დამრჩა მერე ვამატებ ისეთ რაღაცეებს, რაც თვალს მტაცებს :))
სამსახურშიც ამართლებს, სხვათა შორის. სამუშაო დღის დასაწყისში, ან წინა დღის საღამოს ვწედი ხოლმე მთავარი გასაკეთებელი საქმეების სიას და მეორე დღეს იმით ვხელმძღვანელობდი. ძაან ამართლებს.
სიები რომ ფასიანი იყოს, რეკლამად ჩამეთვლებოდა :დ
მარა ცხოვრებას ამარტივებს მართლა.
მითუმეტეს, ჩემნაირი დაბნეული არსებებისთვის :))