ძაღლმა ისევ დაგლიჯა ბავშვი

დღეს რაღაცა სტრაშნი დღე იყო. ჯერ იყო და ის მაესტროსთან რაღაც ააფეთქესო, იმის ამბავი იყო, მერე იმ ბავშვს რომ აუფეთქდა ხელში ყუმბარა (საწყალს თითების ამპუტაცია გაუკეთეს). ტელევიზიაში რამდენიმე ჟურნალისტმა დაგვადო ინტერვიუზე. სტუდენტებთან რომ მივდიოდი ძაააააალიან დიდი ჩხუბი შემხვდა ქუჩაში, ძალიან დიდი ტალპა იყო ჩაბმული. გზაში ბევრი სასწრაფო შემხვდა თან.

http://beingbaumbastic.files.wordpress.com/2009/03/pit-bull.jpg

მოკლედ მივაღწიე როგორც იქნა სტუდენტებთან. ცოტა ხანი რომ გავიდა გარედან კივილი გავიგეთ. ჯერ ვიფიქრეთ ბავშვები თამაშობენო (თამაშის დროს ხანდახან კივიან ბავშვები). მერე ამ კივილში სიტყვები გავარკვიეთ: “მიკბინა, ძაღლმა მიკბინა”. ნუ მაგაზეც ვიფიქრეთ გაკაწრა ალბათთქო. გავედით გარეთ, ბავშვი დავინახე, ფეხზე საკმაოდ ღრმა ჭრილობები ჰქონდა… ხორცი კარგად ჩანდა… ყველა დაფეთებული იყო, ყველა ერთმანეთს ასკდებოდა და არავინ არ იცოდა რა უნდა ექნათ. ჭრილობებზე წყლის დასხმაც ვერ მოიფიქრა ვერავინ.

მოკლედ ეს ცალკე პრობლემაა. მთავარი ის არის, რომ ეზოში თავისთვის მოთამაშე ბავშვს ეცა პიტბული და სანამ 7გან არ გამოაგლიჯა კანი, თავი არ დაანება.

რამდენიმე საინტერესო საკითხი გამოჩნდა აქ:

  • რა უნდოდა კაციჭამია ძაღლს გარეთ თავისუფლად? წესით მაგას დაბმული როცაა მაშინაც კი უნდა ეკეთოს ის რაღაც პირის გალია. ეს კიდევ თავისუფლად დაბოდიალობდა ქუჩაში და ბავშვებისკენ იწევდა…
  • პატრონის ახსნა: “დაბმული კი გვყავდა, მაგრამ ის რგოლი ეხსნებოდა და აიშვა” თან საკმაოდ მშვიდად, თითქოს კაციჭამია ძაღლი სულაც არ არის საშიში ხალხისთვის. ბლიად ყურადღება არ უნდა მიექცია?
  • აქვე პატრონის კომენტარი: “ძაღლია და უკბინა, რა ექნა” ეს მკლავს…
  • სასწრაფოში 5 ცდიდან მხოლოდ 1ზე პასუხობდნენ. კაცი რომ კვდებოდეს ვერ უნდა სანამ არ მოკვდება ვერ უნდა დაუკავშირდეს ეტყობა. ნუ სიკვდილის მერე მითუმეტეს
  • აღმოჩნდა, რომ იმ ძაღლს სხვისთვისაც უკბენია. ეს აათმაგებს პატრონის უყურადღებობისგან ჩემს დასლევებას.

ესეიგი დღისით მზისითაც კი ქუჩაში ვერ უნდა გავიდე ამათი შიშით. თან რაღაც ქუჩის ძაღლი რომ იყოს კიდევ ჯანდაბას. პატრონი ხო ყავს იმ დედაიმასქნილს, თან პროსტა ძაღლი ხო არ არის, ყველასთვის ცნობილია, რომ პიტბულები კაციჭამიები არიან. ერთადერთი ძაღლია, რომელსაც ყველა კიდია პატრონის ჩათვლით.

https://i0.wp.com/i164.photobucket.com/albums/u29/PEPS_album/PITBULL.jpg

იქიდან რომ წამოვედი ყველა ძაღლის დანახვაზე გული მიკანკალებდა…

რამდენიმე ფაქტი პიტბულების შესახებ:

  • ჯერ კიდევ შარშან გვერდით ეზოში არსებულმა პიტბულმა დაგლიჯა 4 კაცი, მათ შორის ერთი ორსული ქალი იყო.
  • სასეირნოდ გამოყვანილი პატარა ბავშვი პიტმა მანქანის ქვეშ შეათრია და დაგლიჯა (ვერ გადაარჩინეს, როგორც ვიცი)
  • ეზოში მოთამაშე პატარა ბავშვს ფეხში ეცა და სანამ თავი არ წააცალეს, პირი ვერ გააშვებინეს ბავშვის ფეხიდან.
  • პიტმა დაგლიჯა შვილი და დედაც ზედ მიაყოლა, რომელიც შვილის დახმარებას ცდილობდა

ამის გარდა საკმაოდ ბევრი ფაქტია, რაც ადასტურებს, რომ პიტი საშიშია ადამიანებისთვის. ამის მიუხედავად ხალხი მაინც ყიდულობს ამ ჯიშის ძაღლებს და ხშირად თავისი უყურადღებობით საფრთხეს უქმნიან თანამოქალაქეებს.

ამ ყველაფრის შემდეგ მე მაინტერესებს:

  • რატომ არ იკრძალება საერთოდ პიტების ყოლა?
  • რატომ არ არის დაწესებული დიდი ჯარიმა ძაღლის პატრონზე, რომელიც იმ რაღაც პირის გალიის გარეშე უშვებს ძაღლს გარეთ?
  • რატომ არ არის დაწესებული დიდი ჯარიმა ძაღლის პატრონზე, რომელიც სათანადოდ არ უვლის თავის ძაღლს და ამით დიდ საფრთხელს უქმნის ხალხს?
  • რატომ იხსნება პრობლემა მხოლოდ მკურნალობის ხარჯების დაფარვით?
  • და კიდევ ვის უნდა მიმართოს ადამიანმა რომ ამ ყველაფერს ყურადღება მიექცეს?

დასასრულისთვის, გუგლში დავძებნე პიტის ნაკბენების სურათები. სუსტი გულის პატრონებისთვის ამის ნახვა არ არის რეკომენდირებული (მე თვითონაც მიჭირს ყურება):

https://i2.wp.com/www.trauma.org/images/image_library/11180414093Pitbull_Bite.JPG

https://i0.wp.com/www.trauma.org/images/image_library/11178666085Pitbull_Bite_3.JPG

https://i1.wp.com/leerburg.com/Photos/soda1.jpg

https://i0.wp.com/pit-bull-awareness-center.christianfunfair.org/pitbulls_attack_50_yr_old_thief2.gif

https://i1.wp.com/internetservices.readingeagle.com/blog/paws/archives/Erin%20Dickinson.jpg

https://i1.wp.com/www.doganswers.com/images/Photo14.jpeg

https://i0.wp.com/llnw.image.cbslocal.com/33/2008/08/19/175x131/Image005.jpg

Advertisements

30 thoughts on “ძაღლმა ისევ დაგლიჯა ბავშვი

  1. amitom meshinia ase mobodiale zaglebis mara egeti zaglis patrons zagli unda moukla da cixeshi chasva imena zagli iqve unda dabrido egeti zagli zalian sashishia

    chems saxltan adre rotveilerma chaavlo bavshvs da ver gaashvebines da miliciam mokla iaragit da bavshvs fexi moachres!!

    asea es da aucilebelia iyos kanoni
    da namordnikis gareshe ucxoetshi dedishenis shvili xali da egeti zagli ataro

  2. რამდენი ყლეა ჩვენს ქვეყანაში. ალიკაპი, რა თქმა უნდა, არ იციან.. არ იციან რომელია, რამეს რომ ეტყვი “უი, რას ამბობს, თავის ცუგუნიას როგორ აკადრებს” და ამ დროს შენ გამოდიხარ თურმე ისტერიჩკა, თორემ “ცუგას ჯერ არავისთვის უკბენია, კაცო”.. თფუ რა.. სლეები, სლეები და კიდევ ერთხელ სლეები :/

  3. ამ სურათების ნახვაზე მე, “ხერხის” ფანს გამაჟრიალა.
    ჩემს ბიძაშვილს ჰყავს პიტბული უკვე 2 წელია. ზუსტად 2 წელია მის სახლში არ ვყოფილვარ, იმიტომ, რომ არასდროს არ აბამს. დროდადრო რომ შეუღრენს სტუმარს, გვერდით ოთახში გაჰყავს(ხან სტუმარი, ხან ძაღლი).

    ჰო და, იყოს თავის პითთან ერთად, მე არ დავუშლი ბედნიერებას……..

    პიტის მას შემდეგ მეშინია, რაც 6-7 წლის წინ ჩემი მეზობელი დაასახიჩრა. თითქმის მოაჭამა ფეხი.

  4. ნინო, პიტი კი არაა კაციჭამია, პატრონია სრული დეგენერატი. ძაღლის გაზრდა არაა იოლი საქმე, პატრონი თუ არამდგრადი ხასიათისაა და ერთი შეცდომა დაუშვა პუდელიც კი შეიძლება კაციჭამიად აქციოს, ერთი ის განსხვავებაა რომ პიტის ზომის და ძალის გამო ეს კაციჭამიობა გაცილებით იოლად გამოსდის და აშ..
    ძაღლი არაფერ შუაშია მერწმუნე, კარგად გაზრდილი პიტი ისეთივე მოსიყვარულეა როგორც ნებისმიერი სხვა ძაღლი, ერთი ეგაა, ძნელი გასაზრდელია, ძალიან ძნელი.
    ხოდა პიტების ყოლა კი არაა ასაკრძალი, ფსიქოლოგიურად გაუწონასწორებელი იდიოტებისთვის საერთოდ ნებისმიერი სულიერის ყოლა უნდა აიკრძალოს მე თუ მკითხავ.

  5. ვაიმე : ((
    ცუდად ვარ

    აუ თან ვგიჟდები პიტ ბულებს საჩხუბრად რომ წვრთნიან, იმიტომ არიან ასეთი დაუნდობელები :@
    :@:@:@:@:@:@:@

  6. ყველა სიკეთესთან ერთად მაგ ძაღლს ნერვული დაბოლოებები აქვს ღრმად კანქვეშ, იმიტომ რომ ტკივილი იგრძნოს ნაკლებად.
    ეგ ჯიში მარტო საჩხუბრადაა გამოყვანილი.
    დავაბშე სირები არიან ისინი, ვისაც ეგ ძაღლი ყავთ და ალიკაპის გარეშე ატარებენ გარეთ.
    მეზობელს ყავს, დაასეირნებს ხოლმე და აღარ ვიცი რომელ კედელს გავეკრო ხოლმე ეზოში გავლისას : (((((
    თან ეზოში სულ პატარა ბავშვები ტრიალებენ….

  7. ძაღლი რა შუაშია? პატრონია უვარგისი. მაგ ძაღლის მასე გაშვება როგორ შეიძლება ?და არა ამრტო მაგის, ნებისმიერი რომელიც არის ბოევოი, დაცვა და ა.შ. საერთოდ აკრძალული უნდა იყოს უაშეინიკოდ გაშვება!

    ზოგი მართლა საჩხუბრად წვრთნის და რაც ყველაზე უარესია ბევრი ქვეყანისაგან განსხვაებით ვისაც უნდა იმას შეუძლია იყიდოს. ასე რომ ვბაძავთ ევროპას და ა.შ.იქნებ დროა და ნებართვების გაცემის გარეშე აუკრძალონ ყიდვა?

  8. მე მაპატიე,მაგრამ როგორ დადე აი ეს სურათები ბლოგზე არ მესმის :უსერ:
    არ გეცოდება შენი ბლოგი? :უსერ:

  9. mmm… ra sashinelebaa : |
    dzaglia da ukbinao???? da im bavshvs rom sheielba cxovreba gauwamdes, imaze ar dardobs?
    sul gamoshterda ra es xalxi, rbiald rom vtqvat

  10. ძაღლები ჩემი სუსტი წერტილია. თითქმის ყველანაირისა და ყველა ზომის ძაღლის მეშინია. არ ვიცი უბრალოდ მათ როგორც ადამიანების მეგობრად ვერ აღვიქვამ, მითუმეტეს ისეთ ძაღლს როგორიც პიტბული, ბულტერიელი ანდა დობერმანია.

  11. პიტი რომ აკრძალონ საქართველოში, ხალხი ქუჩაში გამოვა და პროტესტის ნიშნად ყეფას დაიწყებენ. მერე ხელისუფლება დათმობაზე წავა და ა.შ. :)

    აქ აკრძალულია 25 ფაუნდზე (12 კილო) მძიმე ძაღლის ყოლა ბინაში.

  12. ბას, ჯიგარი ხარ. აი მაგის დაწერა მინდოდა რა. ყველაფერს ხელისუფლებისათვის დაბრალება ალბათ კომუნიზმის გადმონაშთია ან დაბალი დონის ნიშანია ან ორივე ერთად.

    ძაღლების არ მეშინია, მაგრამ ეს სურათები რომ ვნახე, ცოტა არ იყოს და შევფიქრიანდი. თან პიკოლინას დაწერილმა “ყველა კიდია პატრონის ჩათვლითო” მთლად შემაშფოთა (ევროპის ლიდერები რომ შეშფოთდნენ უკიდურესად, იმათზე უფრო მეტად შევშფოთდი :) )

    პიკო, საინტერესო იქნებოდა დაგეწერა, რა შეგვიძლია გავაკეთოთ, როდესაც რომელიმე ამერიკელის (ამერიკლები არიან.. @ ფორუმლა 51) ძაღლი თუ მოულოდნებლად გამოგვეკიდა. ანუ ძაღლისაგან თავდაცვლის ხერხები რომ დაგეწერა ბლოგზე.

  13. @თაზო – ხო, ცუდი სანახავია. იმ ბავშვსაც ეგრე ამოგლეჯილები ქონდა სულ (((

    @натурщица – პატრონი თავისთავად, მარა თვითონ ეგ ძაღლი არის საჩხუბრად გამოყვანილი, ტკივილს ვერ გრძნობს (სასქესო ორგანოს გარდა) ვერსად და სისხლის სუნს რომ გრძნობს მისი შეჩერება ძალიან ძნელია (თითქმის შეუძლებელი)

    @Katten Försvann – ამ ძაღლის შესახებ მოიძიე ინფორმაცია, საინტერესო ამბებს წაიკითხავ და დარწმუნდები, რომ მარტო პატრონზე არ არის დამოკიდებული

    @tiny – უნდა დამედო, სხვანაირად არ შეიძლებოდა, მარა შენ რატომ ნახულობდი, 9 გაფრთხილება დავდე, სუსტი გულის პატრონებმა არ ნახოთმეთქი

    @Leonard Shelby – დობერები უფრო კარგი როჟები არიან. თუ მოეფერე ჩათვალე რომ მისი გული მოგებული გაქვს. ნუ ეთ ლისთ ჩემი ნაცნობი დობერმანები სულ ეგეთები იყვნენ )))

    @Bas – ნუ პროტესტი ზოგისთვის უკვე პროფესიაა, ტაკ შტო ნამდვილად გამოვლენ )))

    @დჯ-გურო – არაფერ შუაშია ხელისუფლებისთვის დაბრალება. ანუ როცა ვისაც რა ძაღლი უნდა იმას ყიდულობს, სახლში აჩერებს და მის დაბმასაც კი არ უზრუნველყოფს, მაგას მეზობლები ვერ დაარეგულირებენ. კანონი უნდა არსებობდეს, რის სააფუძველზეც დარეგულირდება ეგ სიტუაცია. მარა ხელისუფლება თავისით ვერ მოიფიქრებს რომ ეგ გააკეთოს, ამიტომ ხალხმა უნდა იაქტიუროს.
    ისე, საინტერესოა ეგ, შემდეგში მაგაზეც დავპოსტავ. მადლობა იდეისთვის ;)

  14. nin, zaglebs gadasarevad vicnob. ai imis Tqma rom sisxlis sunze araadekvaturi xdeba dmaijere didi absurdia. samma pitma gaiara chems xelshi axloblebis gazrdilebma, smaive ise daberda da mokvda kbena ki ara umizezod arc ki dauyefavT arasdros. garda amisa es zagli cota sxva danishnulebisaa vidre chxubia. ubralod wkviani patroni unda, romelic sawiro fizikur datvirtvas miscems, ar sheizleba nagazi, mastifi, piti da msgavsi zaglebi oroTaxian binaSi gyavdes da dgeshi orjer orasi metri gaataro neli nabijit. dauxarjavi energia zagls ki ara adamians aborotebs da ra gikvirs?

  15. Bრრრრრ : შგამაჟრიალასავით

    პ.ს მეთუმკითხავთ, სულ გადასაშენებელია პიდბული :ს

  16. აქ მაგას ვერგაზრდიან და იმიტომ: > არადა უცხოეთში მაგას კიარა პატარა ფინიებსაც ალიკაპებს უკეთებენ..

  17. auuuuu ra sashinelebaaaaa! chems mezobels pavadokis gareshe dahyavs garet dedali pitbukli! vgijdebi ra. chemi mocucqnuli kokerspanieli romelic chitebsac ar erchis damyavs pavadokit da amxela zagls rato ushvebs ese???? vicio 5 titivito aravis erchiso. ki magram ra icis????? kanoni unda shemoigon ashkarad ra. an sheizleba arsebobs da aravin asrulebs da aravinac akontrolebs

  18. მიუხედავად იმისა რომ ძაღლების არ მეშინია, ამ პოსტის წაკითხვის მერე გადავწყვიტე პიტებთან უფრო ფრთხილად ვიყო.

    დედაჩემი ამ ძაღლებს კაციჭამიებს ეძახის და ძალიანაც ეშინია. მართლაც ბევრი ფაქტია რომ მათ უმიზეზოდ დაეგლიჯოთ ხალხი მაგრამ ისიც უნდა ითქვამს რომ ჩემს მეზობლად ერთ კაცს ყავს პიტი, ყოველ დილა ავარჯიშებს სანამ ხალხი გამოვა. ბევრს არბენინებს და ხეზე ასვლას ასწავლის
    ძაღლი კიარა ადამიანს მგლის გაზრდა შეუძლია მაგრამ ჯერ ადამიანი უნდა იყოს სრულფასოვანი. არადა პიტებს ძირითადად ისინი ყიდულობენ ვინც თვითონ არიან აგრესიულები და ამ ტიპის ძაღლები იზიდავენ.

    კომენტარებიდან ჩანს ხალხის დამოკიდებულება ამ საკითხისადმი და ცხადია რატომ არიან ისინი ასე შეშფოთებუები მაგრამ ამ ჯიშის გადაშენებაც არ იქნება… ამიტომ თუ გვინდა ნორმალური საზოგადოება ვიყოთ ზოგიერთი წესი უნდა დავიცვათ. და სულაც არ არის ამისთვის კანონები საჭირ. რომც დააკანონონ ალიკაპები ბევრი მაინც არ გაუკეთებს თავიანთ ძაღლებს (თუ რუსთაველზე არ ასეირნებენ). ამიტომ პირველ რიგში ხალხმა უნდა შეიგნოს (და დაკანონდეს კიდეც) რომ:

    1. სახლიდან გაყვანისას ყველა ძაღლს უნდა ეკეთოს ალიკაპი
    2. ძაღლი უნდა იყოს ეჭიროს შესაბამისი ფიზიკური ძალის მქონე ადამიანს საიმედო ღვედით
    3. არ უნდა აუშვა ძაღლი იქ სადაც ხალხია
    4. იქნებ შეიგნოს ამ ხალხმა რომ არ შეიძლება და შეუძლებელიცაა ძაღლის გაზრდა 2 ოთახიან ბინაში…
    5. ყველამ თავისი ძაღლის განავალს მიხედოს და შორს ქუჩიდან და ისეთი ადგილიდან სადაც ხალხი დადის.
    6. უნდა განადგურდეს მაწანწალა ძაღლების უმრავლესობა. [მაგრამ ჩემ ეზოში გვყავს ძაღლი რომელსაც სამეზობლო ვკვებავთ და ვუვლით. თუ ასე სხვა ეზოებშიც ეყოლებათ ძაღლი ამით პრობლემა არ შეიქმნება მაგრამ მათ უნდა ქონდეთ ყელსაბამი რომ მაწანწალებისგან განვასხვავოთ]

    მემგონი ყველაფერი ჩამოვაყალიბე. სამომავლოდ ძაღლების გაწვრთნაზეც უნდა ვიზრუნოთ. მარა ეგ ძალიან შორეულ მომავალში…

    • ეგ პუნქტები, რაც ჩამოთვალე, სწორია და მაგით პრობლემა მართლა გადაიჭრებოდა, მაგრამ მანდ სხვა რაღაცაა
      ხალხის ცნობიერების შეცვლას ძალიან დიდი დრო უნდა
      ადამიანს რომ დაეხმარო რომ თავისით შეიგნოს რომ ეგრე უნდა გააკეთოს (რამდენი რომ დავწერე), დიდი დრო და ძალისხმევა უნდა

      • მე თუ მკითხავ ქართველებმა ცოტა ყურები უნდა გამოვიფხიკოთ და ტვინი გავანძრიოთ..
        აზრზე მოსვლა გვჭირდება და სასიხარულოა ვიღაც ასეთ პოსტებს რომ წერს და ხალხს აიძულებს სწორად იაზროვნონ. ალბათ ესაა ის გზა რომელიც ნორმალური ცნობიერების საზოგადოებამდე მიგვიყვანს
        იმედია!

  19. გაიგეთ რა პიტბული ყლე ძაგლია ჩემ მეზობელს საკუტარი პატრონი მოკლა არც ცემდა არც ცუდს არ უკეთებდა პიტბული მაგარი ყლე Dაგლია . გაიგეთ რა ხალხო რაა და აღარ უნდა ბევრი ლაპარაკი ამას

  20. მე უბრალოდ ვერ ვხვდები რატომ უნდა აიკრძალოს პიტბულის ყოლა, იმიტომ რომ ვიღაცებმა ვერ გაიგეს რომ ძაღლი უნდა ატარო ალიკაპით?
    პიტბულს მშვენივრად ვიცნობ, მთავარია როგორ გაზრდი ძაღლს მე მყავდა პიტი, ერთერთი უძლიერესი მოჩხუბარი ძაღლების შვილი მთელს თბილისში, მაგრამ ისე დაბერდა არც უჩხუბია და არც არავისთვის უკბენია.
    ასეთი წყნარი ძაღლის ყოლის შემთხვევაშიც კი აუცილებელია ალიკაპით ატარო ძაღლი.
    და კიდევ ერთი ესეთი მფრინავი აზრები როგორიცაა:
    “პიტი პატრონს ჭამს”
    “პიტი ბავშვებზე იწევს” უაზრობაა
    სისხლის სუნზე ხო საერთოდ სისულელეა ლაპარაკი…
    აქ მთავარი ძაღლის ჯიში კი არაა მთავარია როგორ გაზრდი, ცუდად გაზრდილი ძაღლიც კი შეიძლება ისე იყოლიო რო არავინ შეაწუხო…
    კიდევ ერთი, სტატისტიკურად ადამიანების დაგლეჯის საკმაოდ დაბალი პროცენტი მოდის პიტბულზე, ძირითადად პუდელებზე, ბალონკებზე და როგორც არ უნდა გაგიკვირდეთ ჩიხუახუებზე მოდის დიდი პროცენტი,
    უბრალოდ პიტბულის დაგლეჯილი მეტად ყვირის(ორივე გაგებით).
    პიტს რომ პატრონის სიყვარული და ერთგულება შეუძლია ბევრ ადამიანს შეშურდეს…
    უბრალოდ უნდა განისაზღვროს ვის უნდა ყავდეს პიტბული და ვის არა, პაცნების ხელში რომლებსაც თავისი 2 წლის ძაღლი 30 ყავთ უკვე ნაჩხუბარი, პიტი ცივ იარაღზე მატია…(აუ რამდენი მიბოდიალია…)

    • pidbulibi bavshvebs rom kbenenen cemiazrit pat ronis baralia imitomro ise uyreben rorgor mkvleli da agresiuls zrdiana pidbuls cemtviasac ukbenia da imitomrom patron mamoksia

  21. მე არ ვიცი პიდბული თუ ეგრე გლეჯს ხალხს მაგრამ ერთ რაგაცას გეტყვიტ მე ვარ დაკვირვებული ხალხზე, რომ ქუჩაში თუ შეხვდებათ ხოლმე ძაღლი ეგრევე ქვებს უშინებენ და ამიტომ მე მგონია, რომ ხალხს არ აქვს ძაღლთან კარგი დამოკიდებულობა და ეგრე იქცევა ძაგლიც. თუ ადამიანებს ექნებათ კარგი დამოკიდებულობა ძაღლთან აღარ მოიქცევიან ეგრე. თუმცა პატრონზეც არის დამოკიდებული როგორ აღზრდის ძაღლს. უპატრონო ძაღლებზე მე არ გამიკვირდება რომ ადამიანს დაგლეჯს მაგარმ სახშიო აღზრდილ ძაღლმა ეგრე არ უნდა მოიქცეს.

  22. პიდბული არცერთი ძაღლისგან არ განსხვავდება, მარტო გარეგნობით განსხვავდება

  23. პიკოლინი ბრატ შენი აზრით დობერმანი ჭკვიანია და პიტბული დებილი ხო?
    აი მაგაში უკვე მაგრად ცდები დობერმანზე დებილი ძაღლი არ არსებობს ,
    აბა არ აჭამო მაგ შენს დობერმანს თავის დროზე ან არ გაუსწორე ისე როგორც თვითონ უნდა რას გიზავს… მე პირადად ჩემმა პიდბულმა 2 ჯერ მიკბინა ერთხელ ისეთ პონტში და მეორეთ კინაგამ თითი გამაძრო და იცი რატო მიკბინა იმიტომ რომ ეგ ძაგლი ისეთი ჯიშია რომელსაც ადამიანივით აღზრდა სჩირდება აუცილებლად უნდა გაწვრთნა თუ გინდა რომ ჩვეულებრივი ძაღლივით იყოს ადამიანების უმეტესობა ფიქრობს რომ ეგ ძაღლი აუცილებლად უნდა აჩხუბო იმისთვის რომ არ გიკბინოს მაგრამ ეგეთ ძაგლებს გა,ოეყოფათ ყოველთვის უამრავი ადრენალინი რომელიც აუცილებლად უნდა დაახარჯიო არა ჩხუბით არამედ ვარჯიშით… მე მაგრად მიყვარს ეგ ჯიში მაგრამ ხანდახან მართლა უბერავს ამიტომ გარეთ სულ ნამორდნიკით უნდა ატარო და კარგად უნდა მოუარო ამიტომ ჯობია იყოლიოთ სხვა ჯიშის ძაღლი და ტყუილად მაგ ძაღლს ნურავინ ნუ გალანძღავს … გაზარდე ნორმალურად და არავის არაფერს არ უზავს ნახეთ ვიდეოები YouTube.Com-ზე ან სხვა ნებისმიერ საიტებზე და დარწმუნდებით!!!…

  24. patroni arafer shuashia to, prosto esaris erti ro tu piti gyavs meti yuradgebianad undaiyo da nashenikis gareshe arunda ataro,.,. da saertod yvelaze nagdia patronis garda aravi arunda ekarebodes eg boi bezprablem dzaglia to, pitis gazrda da swavleba yvelas ar sheudzlia, tu gainteresebt elementaruli esmit marto,,. imena swavla arsheudzliat ra,.,. ushegonoboebi arian.,. ,…,., ai memagalitad to, su nashenikit damyavs,da sazogadoebasac vashoreb xolme mainc seirnisdros,.,. armevaseba roca panikioroben,., erts vityvi kide to,.,. am komentarebis da suratebis naxvis mere dzagli vafshe unda sheidzulo adamianma magram egrec arari to, me ro myavs magito ar vidzaxi egrec araris metqi,., me ise myavs gazrdili ro yvelafrisgan dazgveuli var to.,.tan ojaxis wevrivit cxovrobs magari rojaa..,. me girchevt ,.,. visac piti , stafi, bulterieri da egeti jishebi ar gevasebat da ver uvlit ar iyoliot..,., eg jishebi sakaifo dzaglebi ararian to,.. abarotic ician,…,.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s