გინეკოლოგი-არაქალიშვილების ექიმი

განვიხილოთ გინეკოლოგისადმი დამოკიდებულება ქართულ რეალობაში. ამ მხრივ მდგომარეობა, მე თუ მკითხავთ, ცოტა არ იყოს შემაშფოთებელია.

მოკლედ, რა ხდება… ფაქტი, რომ რამე თუ არ შეგვაწუხებს ძალიან, ექიმთან მისვლას არ ვკადრულობთ, სიახლე არავისთვის არაა. თუნდაც საქმე ქალურ პრობლემებს ეხებოდეს, რომლებმაც საკმაოდ ბევრი პრობლემა შეიძლება შეგვიქმნას. არგუმენტი საკმაოდ საინტერესოა: ტეხავს (ხალხი რას იფიქრებს, უშვილოა და მაგიტომ მიდისო, ან ავადმყოფიაო) ))) ცალკე ამბავია, რომ ექიმი რომ ხელს მოკიდებს ეგ უტყდებათ, თან “ის” ხომ ძალიან ლიჩნაია პრასტრანსტვაა. ცალკე კიდევ ის, რომ მამრ გინეკოლოგთან მისვლა ორმაგად ტეხავს (აბა “იმას” რომ დაუნახავს ხო ტეხავს).

https://i0.wp.com/svmomblog.typepad.com/philly_moms/images/2009/01/09/1.jpg


ნუ კარგი, მივედით იქამდე, რომ გარკვეულ კატეგორიას (არ ვიცი, რამდენად მცირე თუ დიდია ეს კატეგორია) გინეკოლოგთან მისვლა აღარ უტყდება. მაგალითად, უშვილობის პრობლემაზე ან რამე მსგავსზე (რაც აუცილებლად ძალიან აწუხებთ) მივლენ.

ახლა მეორე პრობლემა, თუ გათხოვილი არ ხარ, გინეკოლოგთან მისვლა ძაან მაგრა ტეხავს. აბა რას იფიქრებს ხალხი, ესო ქალიშვილი არ არისო და ტეხავს რა. აბა თუ ქალიშვილი ხარ, რა გინეკოლოგიური პრობლემა როგორ შეიძლება რომ გქონდეს )))

სამაგიეროდ ყველას მაგრა უტყდება მერე რომ შვილი არ უჩნდებათ (იმიტომ რომ გათხოვებამდე არც გახსენებიათ გინეკოლოგის არსებობა), მაგრა უტყდებათ დინოზავრის ხელა კისტა რიგი მიზეზების გამო და საოპერაციოები რომ ხდებიან, ასევე უტყდებათ საშვილოსნოს ან მკერდის სიმსივნეს რომ დაუდგენენ რა რაღაცეები მოსაჭრელი რომ უხდებათ. არადა, ბლინ, წელიწადში ერთხელ რომ გაიკეთო პაპ ტესტი, რომელიც არც ისე ძვირი ჯდება, დაზღვეული იქნები.

https://i0.wp.com/www.owningpink.com/wp-content/uploads/2009/06/gynecology-stirrups.jpg

აღსანიშნავი ფაქტია ხალხის სიბლენე ამ საკითხში. მაგალითად, მიდის გოგო უშვილობის გამო გინეკოლოგთან. პირველი ვიზიტის შემდეგ დაქალს ეუბნება, მგონი მაშინ ორსულად ვიყავი და ხელი ნი ტოდ მომკიდა და მომიშალაო )))

აღარაფერს ვამბობ 20 წლის გოგოების გინეკოლოგთან ისტერიულ სირბილზე, გათხოვების პირველივე თვეში ორსულად არ დავრჩი და ექიმო, რამე მიშველეო…

p.s. ზედა დამაინტრიგებელი სურათებისთვის უკაცრავად )))

ქვემოთ დარეითება არ დაგავიწყდეთ, ფიდბექი ზედმეტი არასოდეს არაა ;)

https://i0.wp.com/www.cartoonstock.com/newscartoons/cartoonists/gcu/lowres/gcun17l.jpg

https://i0.wp.com/www.cartoonstock.com/lowres/mba0758l.jpg

37 thoughts on “გინეკოლოგი-არაქალიშვილების ექიმი

  1. ზოგადად ექიმტან მისვლის კულტურა არ არსებობს საქარტველოში და თუ ეს ექიმი გინეკოლოგია ხომ საერთოდ

    მართლაცდა რას იტყვის ხალხი =)))

  2. აი, სიმართლეეე:)))
    მე ვიყავი ერთხელ გინეკოლოგთან და ჩემი დეიდაშვილი (ჩემზე ორი წლით უფროსი) ისეთი მაყოლინებდა “რა მოხდა”, თითქოს პირველი სექსი მქონდა:)))

    • რატომ? =)))

      საერთოდ სასიამოვნო არც ერთ ექიმთან მისვლა არაა ჩემთვის, მაგრამ აუცილებელი ნამდვილად არის

  3. au SenTan satxovari maqvs gaagrdzelet kitxva aq , rac giweria iq eg rogor gavaketo, nu iq ki vici magra, is read more rogor shevcvalo qartuli asoebit arvici, iqneb amixsna oriode sitvyit?

  4. ლოლ, ერთი სიტორია გამახსენდა: მკერდის არეში ტკივილები მქონდა და ჩემმა გინეკოლოგმა, კვანძი არ იყოსო, გადამაგზავნა რადიოლოგთან. ნუ, არაფერი საგანგაშო. ჰოდა, მეგობარს ვუყვები და უიმე, კაცი იყოო? კაცთან როგორ მიხვედიო? ჰა? :D

    საერთოდ, 20 წლამდე სასურველია, რომ რომც არაფერმა შეგაწუხოს, წელიწადში ერთხელ მაინც მიხვიდე გინეკოლოგთან.
    20 წლის შემდეგ ეს სასრურველობა აუცილებლობაში გადადის.

    25დან და ზემოთ 6 თვეში ერთხელ ქალი უნდა მივიდეს გინეკოლოგთან, მკერდის და საშვილოსნოს ყელის კიბოს გამო პროფილაქტიკური შემოწმება აუცილებელია. მე ახლა წერილი მომივა, რადგან 25ს გადავცდი, დაზღვევა ითვალისწინებს ასაკს და შეხსენების სახით გამომიგზავნის წელიწადში 2 წერილს, რომ აქამდე სასურველი იყო ვიზიტი და ახლა აუცილებელიაო :D + მხოლოდ გასინჯვას დაზღვევა იხდის. საქართველოში არ ვიცი, როგორ ხდება ეს ამბები.

  5. @Candy – ფსიქეს ვეთანხმები, რომ მთლად სასიამოვნოს ვერ დავუძახებ, მარა იმ პონტში ასწორებს, რომ პარიკმახერებივით არიან, სულ გეჭორავებიან <3

    @tatusi – პოსტს რომ წერ, იქ ზემოთ ხომ არის ბარი და 2 რაბი არის, 1 ვიზუალური, მეორე ჰტმლ. დეფაულტით ჩართულია ვიზუალურზე. მოკლედ, ტექსტს რომ ხო მონიშნავ სადაც უნდა გაიყოს და გაყოფას დააჭერ. ამის მერე გადადიხარ ჰტმლ ტაბზე და იქ ტექსტში ეძებ ასეთ რაღაცას: და ამ მორსა და ფრჩხილს შორის წერ ტექსტს, რომელიც გინდა, რომ ჩაესვას. მაგალითად და რიდ მორის ნაცვლად დაწერება ბლა ბლა ბლა )))

    @chaotic – რომელიღაც ქვეყანაში დაჟე პაპ ტესტს უგზავნიან ქალებს წელიწადში 2ჯერ ფოსტით და თუ რამე ნი ტოა, უკავშირდებიან მერე ))

  6. ჩემი აზრით კი ექიმებთან არ მისვლის პრობლემა უნდობლობაშია. აი მიხვედი ერთ ექიმთან, დასვა დიაგნოზი. მეორე სხვა დიაგნოზს დასვავს.. ხოდა მამენტ არც ერთი შეიძლება იყოს სწორი, ყოველ შემთხვევაში, მესამე ექიმი ასე იფიქრებს.. გენეკოლოგია იმის გარდა რომ ტეხავს, თან სახიფათოცაა. აბა როგორია, თან გაგიტყდეს და თან არ გიშველოს. ასე ხომ ორმაგი ზარალია? :)

  7. არადა ერთ დროს გინეკოლოგობა მინდოდა =))))

    ხელი ნიტოდ მომკიდაო მაგარი იყო =)))

  8. arada, es realobaa…
    magrad meshleba nervebi amgvar damokidebulebaze.

    gasatxovari gogo ginekologtan rogor unda wavides,. xalxi rom gaigebs ras ifiqrebso, amgvari situacia shemxvedria da magrad gavbrazebulvar..

    :@

  9. მე ვიცი ქალები, საშვილოსნოში უზარმაზარი კვანძებით და 10-15 წელი ასე ატარეს, 9 თვის ორსულებს გავდნენ და შეიძლება უფრო მეტი მასაც ქონდათ მუცელში. ელემენტარული კულტურაა ეგ, სხვა თუ არაფერი, რომ 10 წელი ორსული მუცლით არ უნდა იარო.

    მასე ცუდად თუ იყო საქმე არ ვიცოდი, როგორც პოსტშია აღწერილი, ქალიშვილებზე და ა.შ :))

    პ.ს ჩემი გინეკოლოგიის ლექტორი, ისეთი საყვარელი კაცია, არაფერი რომ არ გჭირდეს, მაინც გენდომება მისვლა :რეკლამა: :D

    • რეკლამის შედეგი:D შენი გინეკოლოგიის ლექტორს რა ქვია და რომელ კლინიკაშია??? :D

  10. ეგ პრობლემა მარტო საქართველოში არ არის, ასევეა ისრაელშიც, ქალების უმეტესობა ამჯობინებს ქალ გინეკოლოგთან მისვლას. მეუღლე გინეკოლოგი მყავს და წლების განმავლობაში როდესაც რომელიმე პოლიკლინიკიდან წამოსვლას გადაწყვიტავს ხოლმე იმ პოლიკლინიკაში ეროვნულ ტრაგედიად აღიქმება და ყველა ყოფილი პაციენტი რამოდენიმე წელიც რომ იყოს გასული მაინც მოძებნიან და მასთან მოდიან.

  11. როგორიც უკულტურო პაციენტები არიან ქართველი ქალები, ისეთივე უკულტუროა გინეკოლოგების უმრავლესობა. მაგალითად , გავრცელებული კითხვა – გათხოვილი ხარ? (ანუ ქალიშვილი ხარ თუ არა კითხვა უტყდებათ და ასე ”შემოგაპარებენ” ხოლმე) ან – როდის გათხოვდი? (ვავაა- რა აინტერესებს – ქორწილი როდის გქონდა, ქალიშვილობა როდის დაკარგე, თუ რა ჯანდაბა უნდა ვერ გავიგე). მაგარი სამედიცინო კითხვებია ჩვენს რეალობაში. ამიტომაც უტყდებათ ახლაგზარდა გოგოებს, ვისაც ბაჟაღლოს ბეჭედი არ უკეთია მარჯვენა ხელზე, ამ დებილებთან მისვლა…

    • თავიდანვე აღნიშნე ”უკულტურო პაციენტები”, ეგენი არიან მიზეზი რატომაც შეიძლება პაციენტს თავიდან “შეპარვით” ეკითხებიან ქალიშვილობაზე ზოგიერთი გინეკოლოგები.
      ქალიშვილი ხარ თუ არა და როდის დაკარგე ქალიშვილობა მაგას ზოგჯერ დიდი მნიშვნელობა აქვს გინეკოლოგისთვის და ეგ არაა უხამსი კითხვები,
      სრულიად ნორმალური სამედიცინო კთხვებია გინეკოლოგისთვის ნებისმიერი პაციენტის ანამნეზის შეკრებისას.
      თუმცა უკულტურო გინეკოლოგების არსებობასაც ვერ ვუარყოფ საქართველოში, მითუმეტეს მე თვითომ რამოდენიმე მათგანთან ერთად მიმორიგევია

  12. @Mumi – მართალია, ეგ დებილი გინეკოლოგების ამბავი საერთოდ ცალკე თემაა და ცალკე პოსტს იმსახურებს, მარა ამ პოსტში ეგ ვაფშე არაფერ შუაშია
    ანუ თუ არასოდეს მისულხარ გინეკოლოგთან, ვერც გაიგებ, რომ მაგ კითხვებს სვამენ, ანუ აზრადაც არ მოსდით არც მისვლა და არც იმაზე ფიქრი, რომ შეიძლება “გაუთხოვარ გოგოს” შეიძლება გინეკოლოგი დასჭირდეს

    @dj-guro – ეგ არ ამართლებს ))) ჯანმრთელობაზე არ ზრუნავენ უბრალოდ, ნე ტო შტო ვინმეს არ ენდობიან

    @Natalia – ნუ ამ პოსტში მაგაზე უარესი მაინც არაფერი წერია, 10-15 წელი რომ კვანძებით დადიან… ეგ მართლა სიურპრიზია ჩემთვის ))) ანუ აშკარა პრობლემის მიუხედავად მაინც იკიდებენ

    • ეგ შეკითხვა მეც მკლავს: გათხოვილი ხარ? თუმცა ახლა დავუფიქრდი, რომ ბოლოს გინეკოლოგთან რომ ვიყავი და მაგ შეკითხვაზე არა მეთქი ვუპასუხე, მერე მკითხა ქალიშვილი ხარ თუ არაო. არადა თავიდანვე რომ პირდაპირ ეკითხა ვერა? :–S ნუ მაინც პროგრესია ალბათ მეორე კითხვად მაინც რომ მკითხა :)

  13. გინეკოლოგი კი არა, ზოგადად ადამიანი თუ არ მოკვდა მანამდე არ მიდის ექიმთან საქართველოში!

  14. “გინეკოლოგი კი არა, ზოგადად ადამიანი თუ არ მოკვდა მანამდე არ მიდის ექიმთან საქართველოში!” – ანეგდოტი: კარზე კაკუნია. ექიმი აღებს და ხედავს – ჩონჩხი დგას. აი ეგრე რა – ლუღლუღებს ექიმი – სანამ არ მოკვდებიან, არ მოდიან. :D

  15. ertxel viyavi saqartvelosi ginekologtan da meored agar momdomebia.. sashineleba iyo, yvelanairad.. momsaxureoba,tviton procesic da ginekologic!! imedia me ubralod cud adgilas movxvdi da sxvagan arsebobs ufro metad civilizebuli klinikebi )))

  16. ’გათხოვილი ხარ?’ – ამას უფრო იმიტომ ეკითხებიან, რომ თვითონ პაციენტი მიიღებს შეურაცხყოფად კითხვას ’ ქალიშვილი ხარ?’ მანკიერი წრე იკვრება რა :))

  17. lol erti chemi nacnobi orsulobis periodshi zlivs mivida eqimtan. tan loculobda, neta kaci ar shemxvdeso.
    ertxel maxsovs, cixiseltan mivdiodi da ori dge inerviula, kacs mkerdze xeli rogor unda moakidebinoo.
    asetebic xdeba

  18. 16 wlis ro vikavi mashin davkarge qalishviloba sul ramdenjerme mkonda da mas mere 3 weli gavida rac ar mkonia da exla ro mkondes sisxli xo ar wamomiva?

    • არ ვარ გინეკოლოგი, ვერ გეტყვი. ეს უბრალოდ პირადი ბლოგია.
      მარა წესით არა
      ისე, გინეკოლოგთან მისულიყავი, ცუდი არ იქნებოდა

    • გათხოვებას თუ აპირებ და მაგიტომ გეშინიათ, როგორც კი თქვენი ქმარი ამოიხვნეშს დრო იხელთეთ და ნემსით თითიდან სისხლი გამოიდინეთ და წაუსვით ზეწარს. მოტყუვდება.

      ჩემმა ცოლმაც ეგრე მომატყუა, მაგის დედას შევეცი მე!

  19. აი როგორი ზუსტი და შესაბამისი პოსტია, მოკლედ ამ რამდენიმე ხნის წინ მივედი ვაგინალურ ექოსკოპიაზე და წარმოიდგინე ჩემი გაჭირვება მაქვს ვნერვიულობ რა იქნება პასუხი, დავიწყეთ გაკეთება და ეს ექოსკოპისტი მეუბნება ვაიმე რა სახე გაქვს არ გსიამოვნებსო? მართლა კეფაზე ამივიდა თვალები და ყბა სადღაც ძირს ეგდო.

    ანუ მისთვის იმდენად უჩვეულო იყო ის რომ მე არ მესიამოვნა რომ გაოგნებულმა მკითხა ეს ყოველივე

  20. ალბათ ზედმეტად ქალური პოსტია და კომენტარის გაკეთება ცოტა არ იყოს უხერხულია, მაგრამ ერთს ვიტყვი რომ გინეკოლოგები ყველა სქესის არსებობენ, სრულ ანონიმურობას იცავენ და იმის მოხერხებაც ადვილია, რომ არავინ გაიგოს. ჩემი აზრით ის უფრო ტეხავს რომ უშვილო დარჩები და ქმარს თვალებში ვეღარ ჩახედავ… მე მირჩევნია ყველაფერი წინასწარ ვიცოდე და ამისდა მიხედვით გადავწყვიტო მიყვარს თუ არა იმდენად რომ უშვილობას შევეგუო…
    ყველა კაცის ოცნებაა გვარის გამგრძელებელი !!!!

    P.S. ეს ისეთი თემაა, რაშიც პრობლემები არ უნდა იყოს ოჯახში ! წინააღმდეგ შემთხვევაში ოჯახი მყარი ვერ იქნება..

  21. gamarjobat gtxovt daxmarebas, merideba magram mainc inda vikitxo, pirvelad mqonda sexsi, imis shemdeg 24 dgea ar momsvlia, testi gavikete da ar michvena orsuloba, gtxovt tu shegizliat piradshi saubari vinmes momweret meilze ra dzalian cudad var eqimtan misvlas ver vbedav dzalian meshinia

    • არ ვარ გინეკოლოგი, ხალხნო. რომ სერჩავთ რაღაცას, მერე პოსტიც იქნებ წაიკითხოთ ა?
      მარა პასუხი მაინც მოგწერე მეილზე

Leave a reply to Katten Försvann Cancel reply