პარიზი თრიფ

ყველა შთაბეჭდილების გადმოცემა მინდა და ამიტომ ცოოტა გრძელი პოსტი იქნება, რომ იცოდეთ ))
ფრენით დავიწყებ: თბილისი – კიევი არ მომეწონა. ახალგაზრდა სტიუარდესა გოგოშკები ყავდათ, რომლებსაც ფეხზე ეკიდათ მგზავრები, არც საჭმელი ვარგოდა მაინცდამაინც. კიევის აეროპორტში სატრანზიტო ზონამდე ძლივს მივაღწიე, იმიტომ, რომ თანამშრომლები არაფერზე მპასუხობდნენ. ერთი კაპუჩინო ვიყიდე და იმაზეც ფული არ გამომართვეს და არა იმიტომ, რომ მოვეწონე, ხურდა არ ქონდათ უბრალოდ და სანამ ფულს მივცემდი მანამდე ჩამოასხა უკვე. სატრანზიტო ზონა ძალიან პატარა იყო, ლეპტოპი რომ არ მქონოდა სერიალებიანად, გავგიჟდებოდი ალბათ.

სულ ეს იყო სატრანზიტო ზონა და უკანაც ცოტა გრძელდებოდა

კიევი – პარიზით ბევრად უფრო კმაყოფილი ვარ. ამათ უფრო ზრდასრული სტიუარდესები ყავდათ, რომლებიც ყველა მგზავრზს ისე ექცეოდნენ, თითქოს ვიღაც ძალიან სპეშალ ადამიანი იყო. საჭმელითაც კმაყოფილი დავრჩი.
პარიზში ჩემი და დამხვდა აეროპორტშივე, მაგრამ თუ პირველად ჩადიხარ და არავინ გხვდება, წინასწარ კარგად უნდა გაარკვიო ტრანსპორტის მოძრაობა და ა.შ. მეტროთი ყველგან მიხვალ, სადაც გინდა, მაგრამ ძალიან ბევრი ხაზია და ახალი ჩასულისთვის, მითუმეტეს ჩვენს მეტროზე მიჩვეულისთვის ძნელი გასაგნებია.

მეტროებში დგას ასეთი ბილეთის აპარატები

ჩასვლიდან მეორე დღესვე პარიზის სანახავად გამაქცუნა ჩემმა დამ. წვიმის გამო ჩვეულებრივზე ნაკლები ხალხი იყო გარეთ (და ეს ‘ნაკლებიც’ საკმაოდ ბევრი იყო). ეიფელის სანახავად წავედით. არაფერი, ეიფელია რა, ზუსტად ისეთი, როგორიც სურათებში. არა, პირადად ნახვისას უფრო კარგი შთაბეჭდილება გრჩება, მარა მაინც. მითხრეს, ეიფელით რომ აღფრთოვანდე ზემოთ უნდა ახვიდეო. მე არ ავსულვარ.
ეიფელის მერე სენის სანაპიროზე გავისეირნეთ ორსის მუზეუმის მიმართულებით.

ხედი ორსის მუზეუმის ერთ-ერთი ფანჯრიდან

თვალები ამიჭრელდა იმდენი ‘ნაცნობი’ მხატვრის ნახატი ვნახე, რომლებიც ინტერნეტში ისე რა მოგწონს და რეალში ძაან მაგარია თურმე. ორსის მერე საშოპინგოდ წავედით და ქალაქის სხვა ნაწილიც ვნახე ცოტა.
ჩასვლიდან მესამე დღეს ლუვრში წავედით. ვინმე თუ აპირებთ ლუვრის ნახვას, დამიჯერეთ, ერთი სრული დღე არ გეყოფათ. ძალიან დიდია და ძალიან ბევრი რამეა სანახავი. თავიდან, აღფრთივანებული, ყველაფერს სურათს ვუღებდი (თან ეგვიპტე იყო თავიდან). მერე მივიხვდი, რომ ასე შორს ვერ წავიდოდი და უბრალოდ დათვალიერება და ისტორიების კითხვა გავაგრძელე, მაგრამ ესეც ზედმეტად გვანელებდა და საბოლოოდ მარტო დათვალიერებაზე გადავედი.

ეს გაფრთხილებები მომეწონა ძალიან


ყველაზე მეტი ტურისტი ჯოკონდას გარშემო იყო შეგროვილი. მესმის, რომ ყველას უნდა ამ შედევრის პირადად ნახვა. მეც მაგიტომ მივედი, მაგრამ რიგის მარტო სურათის გადასაღებად დაკავება ცოტა სისულელედ მიმაჩნია. მაგ მუზეუმში არსებული ყველა ნახატის ათასობით ფოტო დევს ინტერნეტში, თანაც ბევრად უკეთესი ხარისხით და განათებით, ვიდრე თვითონ იღებენ. თან კამერის მიღმა თვიღონ ნახატს არც უყურებდნენ, დასანანია. აი დავითის და გოლიათის შერკინების გადაღებისგან თავი მაინც ვერ შევიკავე.

წინა მხარე

უკანა მხარე

იდეაში, ლუვრის მერე კიდევ პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი უნდა ეჩვენებინა ჩენს დას, მაგრამ რომ გამოვედით გვიანი იყო, საშინლად დაღლილები ვიყავით, წვიმდა და ქარი ქროდა. თან გვშიოდა და საჭმელად წავედით სითბოში.

კიდევ ერთი გაფრთხილება ლუვრთან დაკავშირებით – ყოველ დღეს იქ ათასობით ადამიანი შედის, შესაბამისად, საკმაოდ გრძელი რიგებია (ჩვენ მარტო 1 საათი მოგვიწია). ამიტომ, ჯობია დილიდანვე წახვიდეთ და ყველაფერი კარგად დაგეგმოთ. ჩემი აზრით, გიდის აყვანა ჯობია მაინც. თან მუზეუმებში არაფერს არ აქვს წარწერა 1ზე მეტ ენაზე. ყველაფერი ფრანგულად აწერია. ასე რომ, გიდი გამოგადგებათ. ხო, კიდევ ყოველი თვის პირველ კვირას ნებისმიერ მუზეუმში შესვლა უფასოა.

ეს რიგის მეხუთედია

მეოთხე დღეს ძლივს გვეღირსა პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის ნახვა. ცუდი ის არის, რომ ფოტოაპარატი ზუსტად შესვლის წინ დამიჯდა და ვიდეო (რომლის გადაღებაც ყველაფრის უკეთ დასამახსოვრებლად მინდოდა) ვერ გადავიღე. რაც მთავარია, დიდი ხნის ოცნება ავიხდინე და ვნახე.

ნოტერდამის მერე მულენ რუჟის სანახავად წავედით. მთელ ქუჩაზე სექს შოპების გარდა მგონი არც არის არაფერი. რა უნდა მოგინდეს, რომ მაგ მაღაზიებში ვერ ნახო.
მულენ რუჟიდან სადღაც სხვა ქუჩებზე გამიყვანა ჩემმა დამ და იქ ვნახე კედელი, რომელზეც ყველა ენაზე აწერია ‘მე შენ მიყვარხარ’. დიახ, ქართულადაც აწერია. მსოფლიო გვიცნობს ფაქტიურად :))
მერე მონმარტში წავედით. საკმაოდ მაღლა არის, გორაკზე და ასვლა ცოტა უჭირს ხალხს. ყველაზე მეტად ის მომეწონა, რომ როცა შევედით, წირვა მიმდინარეობდა და ყველა რიტუალი ვნახე. არა, რიტუალის გამო არ მოვიხიბლე, ეგ მანამდეც მქონდა ნანახი. ამ შემთხვევაში ის მომეწონა, რომ სხვა ტურისტული ადგილებივით მარტო მონუმენტად არ არის გადაქცეული და ეკლესიის ფუნქცია არ აქვს დაკარგული. მითუმეტეს როცა ნოტერდამში მქონდა ნანახი წარწერები: ‘სანთლის დასანთებად შემოგვწირეთ 2 ევრო’, ‘სანთლის წასაღებად შემოგვწირეთ 5 ევრო’ და ა.შ.
მონმარტთან ახლოს მხატვრების უბანია და იქ ჯერ კიდევ შემონახულია ადგილი, სადაც საკმაოდ ცნობილი მხატვრები იყრიდნენ თავს. იქ დღესაც საკმაოდ ბევრი მხატვარია, თუმცა ისინი ტურისტებისგან ‘გასამდიდრებლად’ დგანან იქ არა ერთმანეთის სანახავად. თუ არ ვცდები, იქ სახატავად მხატვრებს სპეციალური ლიცენზია სჭირდებათ, შენ რომ გინდა და დგახარ ეგრე არ დაგაყენებენ.
ყველაფრის ნახვის მერე, ტრადიციულად საჭმელად წავედით. ცოტა ღამის პარიზიც ვნახე. ცუდი ის იყო, რომ გარეუბანში ვცხოვრობდით და უკან წასასვლელად მეტრო გვჭირდებოდა, რომელიც 12-1-სთვის იხურება და ძაან უნდა იჩქარო, რომ მიასწრო.

გაგრძელება იქნება შემდეგ პოსტში :))

Advertisements

6 thoughts on “პარიზი თრიფ

  1. პარიზში მეორედ ვიყავი და არც ერთხელ ეიფელზე არ ავსულვარ. არც ავალ ალბათ თუ კიდევ წავედი, ჯართია რა. ჯოკონდაზე სულ წყვეტაა. ორსეში მეც იმდენი ბავშვობის ნაცნობი ვნახე გამოსვლა არ მინდოდა, მაგრამ სასტიკად დავიღალე. პარიზში რაც მიყვარს ეს ქუჩაში ბოდიალი და კაფეებში ჭამაა

  2. მე არ მესმის იმ ხალხის ვისაც პარიზი მხოლოდ ეიფელი ჰგონია. მართლა ეიფელია რა :დ
    გაცილებით საინტერესო მუზეომებში ინახება <3
    თუმცა, ზემოთ, ეიფელზეც არანაკლებ საინტერესო იქნებოდა. ასულიყავი :პ

    პ.ს ფოტოები რატომღაც არ გამიხსნა :ს

  3. Kievis satranzito zonaze jarti mec cxovrebashi araferi minaxavs da saertod, ukrainelebi sashinlad provinciuli sulis xalxia, ‘chvenshi darches’ :D

    fotoebi, samwuxarod, arc chemtan ixsneba.

  4. უპირველეს ყოვლისა,კეთილი იყოს შენი დაბრუნება. :)
    სურათები მე გამიხსნა და მშვენიერი იყო. ორთაბრძოლის ნახატი თუ ორმხარიანი იქნებოდა, არ მეგონა. :))
    ერთი ის ვერ გავიგე, გაფრთხილებაა, არ გადაიღოთო და აბა როგორღა იღებდით???
    ეიფელზე კი არა, სრულიად პარიზსა და საფრანგეთისკენ არ მიმიწევს გული. მეტიც, ეს ის ქვეყანაა, რომელსაც ვერ ვიტან. თუმცა შეიძლება, რომ მოვხვდე, შემიყვარდეს.
    ველოდები შემდეგ ნაწილს.
    ჩემი ბლოგი ჩაასწორე. ვორდპრესზე გადავედი და http://www.k84u.com არის.

  5. გურო, სიყვარულოვნა და სოფი, სურათები ჩავასწორე, არ იტვირთებოდა რატომღაც
    ქეით, სურათების გადაღება განათებით არ შეიძლებოდა, განათება აზიანებს ნახატებს და რაღაცეებს, თორე განათების გარეშე პრობლემა არაა
    და ხო, ჩავასწორებ შენს ბლოგს ;)

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s