ისლანდია – ყინულის ქვეყანა

პარიზის ამბების დასრულება მინდოდა, მაგრამ რამდენი ხანია, ისლანდიაში ვარ და არაფერი დამიწერია ამ ქვეყანაზე ჯერ. ხოდა პარიზი მოიცდის.

სახელიდან და მდებარეობიდან გამომდინარე უმრავლესობა ფიქრობს, რომ აქ ყოველთვის ყინავს, რაც მთლად სიმართლე არ არის. ზამთარი ზომიერად ცივია (დაახლოებით ჩვენსავით), ზაფხულშიც არ არის გაუსაძლისი სიცხე – საშუალოდ 20-25 გრადუსი არის ხოლმე. ჩემთვის ეს არის კარგი ტემპერატურა. ერთი მინუსი ქარია. თითქმის სულ არის აქ ქარი და მიზეზიც გასაგებია – ხშირმა ვულკანებმა ხეები გაანადგურა (თავის დროზე). ახლა ძალიან აქტიურად ზრუნავენ გამწვანებაზე და ზოგი ამბობს, წინა წლებთან შედარებით ნაკლები ქარიაო.

100_6681

რეიკიავიკის ერთ-ერთი ხედი

თავიდან ცოტა გამიჭირდა 24 საათიან სინათლესთან შეგუება. ვერ ვიძინებდი და ნერვები მეშლებოდა, მაგრამ ‘ღამის სათვალე’ ვიყიდე და ყველაფერი მოწესრიგდა. სამაგიეროდ, როცა გინდა გადი სახლიდან, სულ დღეა. კიდევ კარგი ზამთარში არ ჩამოვედი, თორემ 24 საათიან ღამეს რა გაუძლებდა.

ხალხი ამბობს, რომ ჩრდილოეთში ხალხი ცივია და ათასი ლეგენდა დადის ამასთან დაკავშირებით. სხვების არ ვიცი და მე ჯერ ერთი ცივი ისლანდიელიც არ შემხვედრია. ძალიან ყურადღებიანები არიან. პირველად რომ მაღაზიაში შევედი, ისლანდიურის არ ცოდნის გამო კარგად ვერ გავერკვიე და ინგლისურად ვეკითხებოდი ხალხს ინფორმაციას პროდუქტებზე. სრულიად უცხო ადამიანები თავის საყიდლებს ტოვებდნენ, მომყვებოდნენ დასახმარებლად და მერე უბრუნდებოდნენ თავიანთ საყიდლებს.

100_5383

ღამის 3 საათზე. სურათზე – ჩემი ისლანდიელი მეგობრები და არნი :))

ენას რაც შეეხება, ძალიან მახსენებს საქართველოს მდგომარეობას. ისლანდიური საკმაოდ რთული ენაა (შეიძლება ქართულზე რთულიც), ამიტომ ჩამომსვლელები ენის სწავლით თავს არ იწუხებენ, მითუმეტეს, რომ მოსახლეობის 95% ინგლისურად ფლობს. ზოგი უცხოელიც ამით სარგებლობს და 20 წელიც რომ აქ იცხოვრონ, ისლანდიურად სიტყვას ვერ გეტყვიან (მხოლოდ ზოგზე მაქვს საუბარი). ისლანდიელების ნაწილს პროტესტი უჩნდება ამის გამო და ცოტა ბრაზდებიან, როცა ვეუბნები, რომ არ ვიცი ისლანდიური, მაგრამ რომ ვეუბნები, რომ ჯერ სულ 2 თვეა, რაც ჩამოვედი და რაღაცეების თქმაც შემიძლია, უხარიათ და უფრო მეგობრულები ხდებიან.

ზოგადად, ძალიან მცირე მოსახლეობაა (დაახლოებით 300 000) და პატარა წარმატებები ჩვენსავით უხარიათ (კიდევ ერთი პარალელი რა).

თავისუფალ დროს მოხუცებულთა თავშესაფარში მივდივარ ხოლმე დასახმარებლად. ერთი თვის წინ პრეზიდენტმა მოინახულა მოხუცები. გაოცებული დავრჩი იმით, რომ პრეზიდენტს ერთი კაცი დაცვაც არ ყავდა. სხვათაშორის, ძალიან გემოვნებიანი და სიმპათიური ცოლი ყავს (თან იმდენად მდიდარი, რომ ამბობენ, ისლანდიის ვალებს მარტო მაგისი ფული გაისტუმრებდაო) ერთად იყვნენ მოხუცებულებთან მოსულები. წასვლის წინ ცოლი მოვიდა, ხელი მომკიდა და გამომკითხა, საიდან ვიყავი და კარგად თუ ვგრძნობდი თავს ისლანდიაში. ვიცი, რომ მოვალეობის გამო მოიქცა ასე, თუმცა სასიამოვნო იყო მაინც, მითუმეტეს, რომ ტურისტი ვარ და ჩემგან მოწონების დამსახურება ქულებს ნამდვილად არ დაუწერდა მის ქმარს არჩევნებში.

wr09-big

ისლანდიის პრეზიდენტი მეუღლესთან ერთად

პრეზიდენტიც დაცვას თავი დავანებოთ და აქ ჯარიც არ ყავთ, პოლიციასაც არ აქვს იარაღის ტარების უფლება. შეიარაღებული მხოლოდ სპეც რაზმია, რომელსაც ვიკინგების რაზმს ეძახიან, და წინა წლების რეიტინგებიადან გამომდინარე, მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოც არის. დავალებებზე ყოველთვის ნიღბებს ატარებენ, რომ არავინ გაიგოს მათი ვინაობა, ახლობლების უსაფრთხოების მიზნით.

Advertisements

11 thoughts on “ისლანდია – ყინულის ქვეყანა

  1. ეე, საიდან მოხვდი ისლანდიაში? დიდი ხნით ხარ? სწავლა/მუშაობა/ცხოვრება?
    (მაგარია)

  2. ჩორვენ, ახლა უკან ვბრუნდები და ისევ რომ ჩამოვალ მერე ჩამოდი შენც :დ
    დვორსკ, ახლა 3 თვით ვარ და კვირის ბოლოს უკან ვბრუნდები :))

  3. ვაიმე, ლამის მეც ავღელდი, როდრიგოსავით :დ ზღაპარივით არის ჩემთვის ისლანდია და მგონია, ასეთივე ხალხი ცხოვრობს. ნეტავ, წავიდე ოდესმე.
    პოსტიც ისე საკაიფოდაა დაწერილი, სხაპასხუპით წავიკითხე და არ მეყო ისლანდიაზე ამბები.

    აუ, ისე, წარმოიდგინე, პარიზი გინდა თუ სხვა “პაპსა” ადგილი ხომ ყველას აქვს ნანახი და ისლანდიაში რომ იყოს ნამყოფი, მხოლოდ შენ ხარ მთელ ჩემს ნაცნობებს შორის. ფრაუდ ოვ იუ. :)

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s