კიდევ ცოტა რამ ისლანდიის შესახებ

ამას წინათ რეიკიავიკის გარშემო ქალაქები ვნახე და აქაურ ციხესაც ჩავუარე. როგორც მითხრეს, ეს ქვეყნის ყველაზე დიდი ციხეა. ზომას თუ შეხედავთ, მიხვდებით, რომ საკმაოდ ცოტა პატიმარი ყავთ ისლანდიელებს. ციხეები ძალიან კეთილმოწყობილია (ზოგს სახლშიც არ აქვს ასეთი კარგი პირობები). აქ ციხე დასჯის და პატიმრების გაბოროტების ადგილი არ არის. პირიქით, ყველანაირად უწყობენ ხელს, რომ გამოსწორდნენ და სოციომის მისაღები და უსაფრთხი წევრები იყვნენ (განათლებას აძლევენ, ასაქმებენ და ა.შ.).

100_5117_thumb1

ზემოთ აღნიშნული ციხე

ქალაქიდან რომ გავედით, გზაზე ელფების სახლები ვნახე. ერთერთმა აქაურმა მხატვარმა ქვებზე კარებები დახატა და ელფების სახლები დაარქვა (ცნობილია, რომ ელფები ქვებში ცხოვრობენ. ისლანდიაში ელფების ბევრს სჯერა და მათთან მოლაპარაკების სამინისტროც აქვთ. ახალ გზას ან შენობას თუ აშენებენ, წინასწარ იღებენ ელფებისგან უფლებას. დასტური თუ არ გაქვს, ცუდი ამბები დატრიალდება ამ ახალი ნაგებობის გარშემო და ხალხი ამბობს, რომ მართლა ხდება ამოუხსნელი ცუდი რაღაცეები. აქედან გამომდინარე, ელფების ნებართვის გარეშე რამის აშენებას არავინ რისკავს, თუნდაც სულ არ სჯეროდეთ მათი არსებობის.

100_5152---Copy_thumb2

მითითებულ ქვებს თუ დააკვირდებით, კარებებს დაინახავთ :))

ისლანდია იდეალური ქვეყანაა ჩემნაირი შოკოლადომანებისთვის. სუპერ მარკეტებში წონით შოკოლადების განყოფილება აქვთ, შოკოლადის ქვეყანა ქვია და შაბათობით იქ ყველანაირი ასაწონი შოკოლადი 50% ფასდაკლებით იყიდება. პარასკევ საღამოს 12 საათს როგორც კი გადასცდება, ყველა შოკოლადის ქვეყანაში მიდის და განყოფილებაში მეორედ მოსვლა ხდება.

100_5131_thumb[1]

ეს ისე, სხვათაშორის, ქალაქიდან რომ გადიხარ, ეს დამტვრეული მანქანები ‘კიდია’ და გვერდზე რიცხვი აწერია, რომელიც აღნიშნავს ამ წელს ისლანდიაში მომხდარი ავტო კატასტროფების რაოდენობას. მოკლედ, ფრთხილად ტარებისკენ მოწოდებაა

ხო, კიდევ აუზები ძალიან იაფია (ისლანდია ბუნებრივ რესურსებს აქტიურად იყენებს, აქედან გამომდინარე, ცხელი წყალი და ელექტროენერგია საკმაოდ იაფია). ერთჯერადი შესვლა 6-7 ლარი გამოდის. მთელი თვის აბონიმენტს თუ აიღებ, 60 ლარზე ძვირი არ გამოვა და ყოველ დღე შეგიძლია მიხვიდე ნებისმიერ დროს და გაჩერდე რამდენი ხანიც გინდა. თან ღია ცის ქვეშ აუზში ცხელი წყალია და აუზის გარშემო დიდი ჯაკუზები არის, კიდევ სასრიალოებით და საუნითაც შეგიძლია ისარგებლო. მოკლედ, სამოთხეა ))

Laugardalslaug_thumb[2]

ამ აუზზე დავდივარ, როგორც წესი

Advertisements

4 thoughts on “კიდევ ცოტა რამ ისლანდიის შესახებ

  1. ელფების გარეშე ვერაფერი მოხდება.
    მგონი მაგდენი ბუნებრივი წყლები არავის აქვს, რა კარგია, რა ლამაზია.
    აუზზე იყავი?

    • ხო დავწერე, რომ ვიყავი აუზზე, მარა ბუნებრივი გოგირდის აუზს თუ გულიზხმობ, ეგ შემდეგის შემდეგ პოსტშია, თუ არ ვცდები :))

      • შემდეგსაც ველოდები და იმის შემდეგსაც.
        ბოლო ფოტოს აღწერა აღარ წავიკითხე და გამომეპარა.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s