ქალების მარათონი (ანუ როგორ მოვიგე მედალი)

616532

აქ ხალხის მინიმუმი ჩანს

ისლანდიაში ყოველ წლიურად (16 ივნისს) ქალების მარათონი ეწყობა. მდედრობითი სქესის წარმომადგენლების უმრავლესობა იღებს ამაში მონაწილეობას. წინასწარ ყიდულობენ მაისურებს, რომლებიც ყოველ წლიურად სხვადასხვა ფერისაა და დათქმულ დღეს ერთ ადგილას იკრიბებიან.

მარათონი ისლანდიის ყველა ქალაქში ტარდება. გამოყოფილია 3 სიგრძის გზა (2, 5 და 10 კილომეტრიანი მანძილები), რომლებსაც ქალები გაირბენენ და ვისაც რომელი გზა ურჩევნია იმას ირჩევს. სინამდვილეში გარბენა აუცილებელი არაა, ზოგი ჩქარი ნაბიჯით მიდის, ზოგიც უბრალოდ მისეირნობს. მთავარი მანძილის გავლაა. მონაწილეობას იღებს ყველა ასაკის მანდილოსანი. პატარები ეტლით მიყავთ, ისევე, როგორც შეზღუდული შესაძლებლობების ადამიანები. მოხუცები ხელჯოხით მიდიან. წლევანდელ მარათონში 93 წლის ორმა ქალბატონმა მიიღო მონაწილეობა. გზის ბოლოს ყველა მონაწილეს ურიგდება მედლები და აძლევენ გამაგრილებელ სასმელებს. თუ ვინმეს ცეკვა უნდა, სცენაზე ინსტრუქტორები მარტივ მოძრაობებს აჩვენებენ და ყველა ცეკვავს.

cimg1561-11289

ეს ცეკვის ინსტრუქტორები მინი სცენაზე

dance

ესეც ინსტრუქციას აყოლილი საზოგადოება

მაისურების გაყიდვიდან შემოსული თანხა კიბოს წინააღმდეგ ბრძოლას ხმარდება. ძალიან ვამაყობდი, რომ წლევანდელ მარათონში მეც მივიღე მონაწილეობა. ამ პროექტის კეთილ მიზნებზე რომ არ ფიქრობდე, ისედაც ძალიან სასიამოვნოა მონაწილეობის მიღება. რაღაც ერთიანობის შეგრძნებაა თუ რაღაც ეგეთი. მაგრა გამისწორდა მე.

რაც მთავარია, სახლში რომ მივედი, ამ მედალს ვაფრიალებდი, მოვიგე-მეთქი. ისლანდიელებმა კი იცოდნენ რა მედალიც იყო, მაგრამ არა ისლანდიელ მეგობრებს რომ ვაჩვენებდი გაკვირვებულები მიყურებდნენ, არ ვიცოდით რომ დარბოდი, ყოჩაღო. მეც სიამაყით ვივსებოდი… სანამ ავუხსნიდი, რომ ყველას ურიგებენ მედალს

Advertisements

6 thoughts on “ქალების მარათონი (ანუ როგორ მოვიგე მედალი)

  1. რა საინტერესო მარათონია.
    ალბათ, კაცების მონაწილეობითან იქნება რამე ეგეთი საქველმოქმედო მარათონი ;)

    • აი ეგ არ ვიცი. სანამ იქ ვიყავი ეგეთს არაფერს შევსწრებივარ და არც გამიგია…

  2. მატყუარა :D

    მაგარია.
    სამახსოვროდ დაგრჩება და ხშირად გაგახსენდება ხოლმე.

  3. პიკუუ მაგარია ასეთ რამეში მონაწილეობა და კიდევ ისა შენი ბლოგი ჭედავს მაგრად ბოლო ხანებია

    ხან საერთოდ არ იტვურთება ხანაც ფოტოებს არ აჩვენებს

    • აუ გოგო არ ვიცი რა ემართება, რამდენიმე თვის წინაც მიქნა ეგრე და ახლა კიდევ და 2 დღის წინ ვაფშე გამეთიშა
      ცოტა უნდა ვუჩხიკინო

  4. პიკო, როგორ მომენატრე შენ არ იცი. მიხარია, კარგად რომ ხარ. საინტერესო პოსტები გაქვს ისლანდიაზე. მიყვარხარ :*:*

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s