ვუთხრათ უვარგის სერვისს არა (შემართებით პოსტი :D )

მე და ჩემს დას თბილისი მოლში გვინდოდა გასვლა. საზოგადოებრივი ტრანსპორტით რომ წავსულიყავით, გადაჯდომები დაგვჭირდებოდა და დროში ვიწვებოდით, მერე დაიკეტებოდა კიდევაც უკვე. მოკლედ, ტაქსის გამოძახება გადავწყვიტეთ. სხვადასხვა მიზეზების გამო, ბოლოს ერთადერთი არჩევანი 200 200 (იგივე 94 14 14) დარჩა. დავრეკეთ და ფასი ვიკითხეთ. იქიდან ვიღაცამ გვიპასუხა გადმორეკეთო და ტელეფონი გაგვითიშა. მეორედ დავრეკეთ, ზუსტად იგივე განმეორდა. მესამე დარეკვაზე პირდაპირ ვუსაყვედურეთ და გოგონამ გვითხრა, უი, ეგ წინაზე მე არ ვიყავი და 6 ლარი დაჯდება და მაქსიმუმ 10 წუთში მოვა ტაქსიო. დაახლოებით ნახევარ საათიანი ლოდინის შემდეგ გადავრეკეთ. ოპერატორმა გვითხრა, მე არ მიმიღია თქვენი შეკვეთა და ის ოპერატორი 2 წუთში გადმორეკავსო. კაი, დაველოდეთ კიდევ. 10 წუთის შემდეგ გადავრეკეთ, ოპერატორმა თქვა, ახლავე გავარკვევ, არ გათიშოთო. კარგა ხანი ველოდეთ, მაგრამ ადამიანის ხმა აღარ გაგვიგია და გავთიშეთ ტელეფონი. დაახლოებით 5 წამში დარეკეს, თქვენი ტაქსი ვერ მოვაო და გათიშეს ეგრევე ისევ. ამ დროს უკვე ძაან გაბრაზებულები ვიყავით, იმიტომ, რომ რაც მაგათ ველოდეთ,  საზოგადოებრივი ტრანსპორტითაც მივიდოდით მაგ დროში.
გადავრეკეთ ისევ საყვედურებით. ისევ ის თავის მართლებები დაიდო, რომ ვაიმე, მე არ ვიყავი ეს და ასე შემდეგ. კიდევ მრავალ სართულიანი შეჯორვის შემდეგ მენეჯერთან საუბარი მოვითხოვეთ.
მოვიდა მენეჯერი ტელეფონთან. ავუხსენი მდგომარეობა და დაიწყო რაღაცეების ლაპარაკი, ზუსტად არ ვიცი რა უნდოდა. პარალელურად გვერდით მჯდომი წინა ოპერატორის წიკვინი ჩამესმის,მე არ მილაპარაკია მაგასთანო. მეთქი ნუ ყვირის ტელეფონში, კარგად ისმისთქო და ვინც არ უნდა ყოფილიყო,თქვენი მთლიანი კომპანიის სახელზე მეტყველებსმეთქი. თან მარტო ერთხელ ხო არ იყო ეგეთი ფეილი მაგათთან. ზედიზედ რამდენჯერმე განმეორდა და დავიჯერო, ყოველ ჯერზე ერთმა უზრდელმა ოპერატორმა მიპასუხა?
მოკლედ, მენეჯერს აშკარად მაგრა ეკიდა, როგორ მაზარალა ამ ფაქტმა და როგორი უკმაყოფილო ვიყავი, შემომთავაზა, თავიდან მივიღებ შეკვეთასო. ანუ კიდევ ნახევარი საათი უნდა გელოდოთ მეთქი? არაო, მაქსიმუმ 5 წუთში გეტყვით მოვა თუ არაო. ესეიგი მაგ 5 წუთის მერე უნდა ვიცადო კიდევ ნახევარი საათითქო? არაო, მერე 5 წუთში მოვაო.
ამ დროს გამახსენდა, რომ ისლანდიაში პიცის გაკეთება 5 წუთით დამიგვიანეს და ბოდიშის ნიშნად უფასოდ გამომატანეს. ხოდა ამ გახსენებაზე მენეჯერს ვუთხარი, ამ ზარალის გამო კაკ მინიმუმ ფასდაკლებით უნდა წამიყვანო დანიშნულებამდე, ახალი შეკვეთა კი არ უნდა გააკეთო იგივე ფასადო. დამცინა, რა ფასდაკლებაო. მეთქი აღარ მინდა შენი გამოძახება დავაგვიანე უკვეთქო, მაგრამ ამ შემთხვევის გამო სახელი ძალიან გაიფუჭეთმეთქი. აი პასუხი თუ კიდევ გამაოცებდა არ მეგონა – არაფერიც არ გავიფუჭეთ, ჩვენ ამით არაფერი დაგვაკლდებაო.
მოკლედ, ამ კომპანიას მომხმარებელი აფსოლიტურად ფეხებზე კიდია და გასდის და ჰგონიათ რომ მომავალშიც ასე გაუვათ.
საერთოდ ასეთ თემებზე წერა არ მიყვარს – საქართველოა მაინც და სერვისის ცნებაც კი არ არსებობს ხშირ შემთხვევაში, მაგრამ ორი მიზეზი მქონდა:
– ასეთი უნამუსობა არ შემხვედრია ჯერ
– ზედმეტად თავდაჯერებულები არიან, და ჰგონიათ, რომ იგივენაირად გააგრძელებენ მომხმარებლების საშინლად მომსახურებას წარმატებით გააგრძელებენ.
თქვენც გაითვალისწინეთ და მეგობრებსაც დაუშეარეთ ეს ამბავი. გაიგონ, რომ ყოველთვის ყველაფერი არ გაუვათ. არა მარტო ამ კომპანიას, სხვებმაც რომ გაიგონ და იგივე არ გაიმეორონ :))

Advertisements

4 thoughts on “ვუთხრათ უვარგის სერვისს არა (შემართებით პოსტი :D )

  1. 200 200 ცნობილია მასეთი უზრდელი ოპერატორებით, გადაგდებით, დაგვიანებით, აყროლებული ტაქსებით და იაფი ფასით.

    უბედურება იმაშია, რომ ყველაზე ბევრი ტაქსი ყავთ და ამიტომ შანსი იმის, რომ მალე მოვა, ისევ მაგათთან მეტია, ვიდრე, თუნდაც რომ კარგ ტაქსში დარეკო და მეტი გადაიხადო.

  2. ვაბშე არ უნდა დარეკო მაგ იაფფასიან ტაქსის სერვისებში, ნორმალური კომპანიებიც არის და იმითი უნდა იარო.

  3. ჰაჰ, პიკო კარგი ქენი რომ დაპოსტე, დღეს და ხვალ თუ არა ზეგ მაინც აღარ გაუვათ. p.s. დღეს ავტობუსით ვმგზავრობდი და პარალელურ ქუჩაზე სხვა ავტობუსს ეწერა დიდად ,,piccolina” რა თქმა უნდა შენ გამახსენდი და ჩამეღიმა. :*:*

  4. მარტო ეგ კი არა, გამოძახებებზე მომუშავე, თითქმის, ყველა ტაქსი ასეა.
    ჩვენთან სამსახურში დადის “ტრასნკომი”. ხელშეკრულება გვაქვს გაფორმებული და, 45 წუთიც კი გვიცდია, რომ მოეღწია.
    მერე ბოდიშებს გვიხდიან, საცობები იყოო. არადა, ზუსტად ვიცით, რომ არავინ მოდის ჩვენს გამოძახებებზე, მაგათ მარტო პარლამენტი და კანცელარია უნდათ და 3 ლარზე მეტიანი არ არის ეს გამოძახებები.
    თან კიდევ, ლარსა და ორ ლარზე გევაჭრებიან, დაგვიმატე, შენ ხომ არ იხდიო. მე არ ვიხდი, მაგრამ ორგანიზაცია ხომ იხდის, და ის ორგანიზაცია არ არის მდიდარი.

    მოკლედ რა..
    მეზიზღებიან უკვე ტაქსები. მირჩევნია, ქუჩაში ავიყვანო და ისე წავიდე თუ მჭირდება, მაგრამ აქ სხვა პრობლემაა: არ გაქვს გარანტია, რომ ქუჩას რომ ეტყვი, მძღოლს ეცოდინება და სწორად მიგიყვანს, მიუხედავად იმისა, რომ თავს გამოიდებს, რას ლაპარაკობ, როგორ არ ვიციო.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s