მანქანა რომ დამეჯახა, ის

არ ვიცი, ეს მე მხვდება ხოლმე ამდენი პროტესტის გამომწვევი შემთხვევები, თუ სხვები უბრალოდ არ საუბრობენ ამაზე..

გუშინ მანქანამ დამარტყა. აი ასე, ვიდექი ჩემთვის გზის პირას, ველოდებოდი ‘მარშუტკას’ და უცებ მანქანა, რომლის უკანაც ვიდექი, უკან სვლით წამოვიდა და მომეჯახა. რაც მთავარია, არ გაჩერდა, აგრძელებდა. ნუ არაფერი დამშავებია მე, უბრალოდ ფეხი მეტკინა ცოტა, მაგრამ ყველაზე საინტერსესო ამის შემდეგ მოხდა. მივვარდი მანქანას მძღოლის მხრიდან და ვეჩხუბები, რატომ დამეჯახეთქო. თავის გამართლება – „ვერ დაგინახე“.

მეთქი ზუსტად ეგაა პრობლემა, რომ ვერ დამინახე, სარკე რისთვის გაქვს და ბლა ბლა. პასუხი – „სარკეში არ ჩანს ეგ მხარე“. ნუ ვუხსნი, რომ არაა ეგ ჩემი პრობლემა, რომ თუ სარკიდან ვერ ხედავს, სხვა ხერხი მოძებნოს, მაგრამ ადამიანს არ უნდა დაეჯახოს. ის კიდევ მაწვება, ახალგაზრდა გოგო ხარ და რა პონტში მეჩხუბებიო. ნუ გადასარევი ლოგიკაა ხო? მერე უარესი დაამატა – მანქანის უკან რატომ დგახარ და ელოდები მარშუტკას, გაჩერება იქითააო და მიმანიშნა შუქნიშანთან. ნუ ვუხსნი, რომ მარშუტკა ავტობუსი არაა, არ აქვს გაჩერება და ვისაც სად უნდა იქ ელოდება. არა, მაინც მაწვება, მე ხომ გაგიე შენო და შენც გამიგეო, რას ვიფიქრებდი რომ აქ ადამიანი იქნებოდაო. მეთქი სულ რომ აკრძალული იყოს აქ ადამიანის დგომა, მაინც მე ვარ მართალი, იმიტომ, რომ შენ მართავ და შენ მეჯახები და შენ მაზიანებ მე და არა პირიქით. ხოდა მაშინ თუ შენ თვლი, რომ კარგად იდექიო, მეც ძალიან კარგად დავძარი მანქანაო და წავიდა ))

ერთი ბოდიში არ დასცდენია. აქეთ დამადანაშაულა, რომ ქუჩაში მარშუტკას ველოდებოდი. იმ ქუჩაზე თითქმის ყველა მანქანის უკან იდგა ადამიანი და ელოდებოდა ტრანსპორტს.

ჩემი აზრით, ეგეთი მძღოლები საზოგადოებისთვის საშიშები არიან. მე გუშინ მხოლოდ ფეხი მატკინა, ხვალ ვიღაცას დაამტვრევს, მაზეგ მოკლავს…

პატრულში არ დავრეკე. ნუ ერთია, რომ ვერც მოვასწარი, მეორეა, რომ მაქსიმუმ დააჯარიმებდნენ და ის გააგრძელებდა ისევ ისე სიარულს. და ამ ჯარიმით, მგონია, რომ არაფერი შეიცვლებოდა იმის გარდა, რომ ეს ტიპი ცოტა ფულს დახარჯავდა.

 

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s