მცირე შთაბეჭდილებები კიევზე

კიევში “შევლა” დამჭირდა ვიზისთვის. სანამ წავიდოდი, კარგად გავარკვიე, ერთ დღეში ხომ გააკეთებთ-მეთქი და დასტური რომ მივიღე, წავედი.
ინტერნეტის დახმარებით კარგად გავარკვიე, როგორ უნდა გავსულიყავი ქალაქში, სად იყო საელჩო და ა.შ. ძალიან გამომადგა ის, რომ მთელი ეს ინფორმაცია კარგად და გარკვევით მოიპოვებოდა ინტერნეტში.
რაც შეეხება კიევს, ზოგ რაღაცაში, თითქოს ჩვენ დონეზე, ან ოდნავ უფრო უკან არიან. ზუსტად ვერ იტყვი, რაზე, ზოგადად, გარეგნულად ჩანს ასე. მიწის ქვეშა გადასასვლელის კიბეებზე ჩვენსავით აქვთ გამოტანილი გასაყიდად ხილი, ყვავილები და სოფლის რძე. ბევრი რაღაცა ჩვენზე უკეთ აქვთ მოწყობილი. მაგალითად, რუკები ქუჩებში, რომლის გარეშეც, ალბათ, დავიკარგებოდი.

ამ პარკში დიდი დრო გავატარე ვიზის ლოდინში

ამ პარკში დიდი დრო გავატარე ვიზის ლოდინში

მეტროს მატარებლები ჩვენსაზე უფრო ძველს გავს, მაგრამ იქ მგზავრების უმრავლესობა კარგად გამოწყობილი მგზავრობს და დაუბანლობის სუნსაც არ შევუწუხებივარ.
რაც შეეხება ლეგენდარულ უკრაინელ გოგოენბს – ისევე ჰყავთ მაღლები, დაბლები, მსუქნები, გამხდრები, ლამაზები და შეუხედავები, როგორც ჩვენ. ჩემი აზრით, განსხვავება თავის მოვლაშია. თითქმის არ შემხვედრია მოუწესრიგებლად სახლიდან გამოსული არც ქალი და არც კაცი. ტანსაცმელი და თმა ყველას ფორმაში აქვს. ხო, და კიდევ ღია ფერებიც მოწმედებს, ალბათ, ამ ლეგენდარულობაზე.

უგემრიელესი ყავაც მივირთვი ქუჩის მეყავისგან

უგემრიელესი ყავაც მივირთვი ქუჩის მეყავისგან

ფულმა თავიდან ევროტურის ბრატისლავას ეპიზოდი გამახსენა ცოტათი. შეიძლება იმიტომ, რომ მეტ სიძვირეს მოველოდი. ბარგის შენახვა საათი 3 გრივნა დამიჯდა. მთელი დღე დაახლოებით ხუთი ლარი გამოვიდა. ბარგის შეხვევაც სადღაც 6 ლარამდე ღირს (საქართველოში ორმაგია).
ტაქსისტები, მგონი ჩვენზე უფრო “შემეტენეები” არიან. სანამ აეროპორტიდან გზა გამოვიკვლიე, რამდენიმე ამეკიდა, იაფად წაგიყვან, ფაქტიურად უფასოდო. ეს “ფაქტიურად უფასოდ” მინიმუმ 40$ იყო. არც შევვაჭრებივარ, მშვენივრად დადის იქ ავტობუსები. მადლობას ვუხდიდი და უარით ვისტუმრებდი, მაგრამ ეგ არ შველოდა, მაინც მომდევდნენ და ჩემს გადარწმუნებას ცდილობდნენ. ბოლოს უბრალოდ ვაიგნორებდი. მაინც მომდევდნენ, მაგრამ ნაკლები დროით.
ხო, კიდევ ერთი განსხვავება – ქუჩაში ან პარკში ზასაობა არ ჯარიმდება და მაინცდამაინც არც არავის ადარდებს, ვინ რას აკეთებს (ნუ რაც მე დავინახე, იმის მიხედვით ვმსჯელობ).
სულ ეს იყო, რაც ჩემთვის საინტერესო აღმოჩნდა ჩემი იქ ყოფნის რამდენიმე საათში.

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s