play, cuz i’m a puppet

მსხვრევის ხმა გავიგე, შემეშინდა და შენკენ გამოვიქეცი. ოთახის კართან რომ მოვედი, დავინახე, აივნის კარის ფანჯარა იყო ჩამტვრეული, ნამსხვრევები ეყარა. გული გამიჩერდა წამით… ”რამე ხომ არ დაიშავა?” გავიფიქრე და შენკენ გამოვიქეცი, აივანზე მეგონე. ნამსხვრევებთან რომ მოვედი ზუსტად მაშინ დამიდე ფეხი. ზურგით დავეცი ზედ შუშებზე. სიმწრისგან სინთქვა შემეკრა, ჯერ მხოლოდ დაცემა მტკიოდა, შუშებს ჯერ ვერ ვგრძნობდი. თავზე დამადექი გაღიმებული:

– გეტკინა?

ჯერ ისევ სუნთქვა მქონდა შეკრული ტკივილისგან. შენ ისევ იცინოდი და უკვე შემდეგ ხრიკზე ფიქრობდი, რომლითაც მატკენდი და ისევ გაერთობოდი.

– გეტკინა? – ისევ მკითხე გაღიმებულმა და ფეხზე წამომაყენე.

შენი ხელის შეხება რომ ვიგრძენი მაშინვე დამავიწყდა დაცემა. ისევ გენდე

– უკვე გამიარა.

მაგრამ წახვედი შენ და ახლაღა ვგრძნობ ნამსხვრევების პატარ-პატარა ჭრილობებს ზურგზე.

ხვალ ისევ მოხვალ. ამჯერად სხვა ხრიკს მოიფიქრებ. მე ისევ მოვტყუვდები (იმიტომ რომ მჯერა შენი). ისევ ღიმილით დამადგები თავზე და გეტკინაო? მკითხავ… მე ისევ ყველაფერს დავივიწყებ შენი შეხებისთანავე და რომ წახვალ მხოლოდ მაშინ ვიგრძნობ ჭრილობებს… და მე ვერასოდეს დაგაღწევ ჩემით თავს და გაგრძელდება ასე სანამ ჩემით თამაში არ მოგბეზრდება

Advertisements

ჯასტ ენაზერ ბლა ბლა ბლიად

უკვე ღამეა. მე ისევ იმ საწოლზე ვწევარ და ისევ საშინლად არეული ვარ და არ ვიცი დარჩა რამე რის გამოც ღირს ცხოვრება

რა თქმა უნდა არეული ვარ. დილიდან ერთი წამიც არ დამისვენია. ყველაფერი ერთმანეთის მიყოლებით მოხდა. საშინელი და მძიმე დღე იყო. ზუსტად აღარც მახსოვს რა როგორ ხდებოდა, მაგრამ ის მწვავე შეგრძნებები ნათლად მახსოვს

გუშინდლიდან ცოტა დაბნეული ვიყავი

დილას მივედი

-მართალია ? – არანაირი არ ვიყავი ამას რომ ვეკითხებოდი. უემოციოდ, მშრალად, უგულოდ (თითქოს).

-დამნაშავე ვარ – თავი დახარა. ცრემლები ადგა თვალებზე. ჩემთან ტირილს არასოდეს ერიდებოდა. არც არასოდეს ეტირებოდა და იმიტომ ალბათ. ახლა კი თავი დახარა და ცრემლებს აჩერებდა რომ თვალებიდან არ გადმოცვენოდა.

ცოტა გული ამიჩუყდა. სიტვები ზედმეტი იყო. გაკიცხვაც, საყვედურიც, ჩხუბიც – ყველაფერი ზედმეტი იყო. გული ამიჩუყდასავით. სიტყვა ვერ ვთქვი და გავჩერდი. ერთ პოზაში, გამართული, მასზე მიშტერებული თვალებით. ნებისმიერი სიტყვა, ნებისმიერი მოქმედება ზედმეტი იყო.

ცოტა ხანი ვიდექით ასე. მერე ცრემიანი თვალებით ამომხედა. ცოტა ხანს ბორძიკობდა, ვერ ამბობდა რისი თქმაც უნდოდა.ბოლომდე ვერც იტყოდა. უბრალოდ მე გავიგებდი. მე მიჩვეული ვიყავი მის ერთ სიტყვაში მთელი წინადადების გაგებას.

-მაპატიებ? – რა თქმა უნდა ეს ის არ არის რისი თქმაც უნდოდა, მაგრამ მე გავიგე. მე მივხვდი. დიდი ხანია ამას მივეჩვიე

წარბი შევხარე ოდნავ. თვალს ისევ არ ვაშორებდი. მერე ოდნავ გავუღიმე და ვაკოცე და წამოვედი. ჩემი 1 სიტყვაც არ უნდოდა გასაგებად. როგორ ვთქვა ჩემს აზრებს კიტხულობდათქო. უბრალოდ იცოდა როგორც ვაზროვნებდი და მიზეზის მიხედვით შედეგს წინასწარ იგებდა.

უკნიდან მისი ხმა არ გამიგია. არავის ხმას არ გავუჩერებივარ. მაგრამ კარებთან გავჩერდი. უკნიდან ტკივილის ხმა მესმოდა. ხო, არ აქვს ტკივილს ხმა, მაგრამ მე მესმოდა. ისეთი ძლიერი იყო, მეგონა მისგან წამოსული ტკივილი მეც მეხებოდა ზურგზე.

მინდოდა შეტრიალება, მაგრამ არ შევბრუნდი. უნდოდა დაეძახა, მაგრამ ვერ გაბედა. კარს რომ ვხურავდი ხელი ამიკანკალდა. ნიკაპიც. იქვე ჩავიკეცე. საშინლად მეტირებოდა. მინდოდა გამეძლო ტკივილისთვის. მინდოდა უკან შევსულიყავი. მოვხვეოდი. მერე ისევ ყველაფერი ძველებურად იქნებოდა… იმ წუთასაც მზად ვიყავი მეპატიებინა ყველაფერი. მაგრამ არა. ფიქრი: ახლა თუ გავატარე შემდეგშიც გაიმეორებს. ისევ მატკენს.

უბრალო პრინციპები

იდიოტური პრინციპები

წამოვდექი. გავიმართე. ვითომ არაფერი არ მომხდარა. 1 საათში ჩაწერილი ვიყავი. 2 დღის წინ ვთხოვე ერთად წავიდეთთქო. მეშინოდა. მეგონა, რაღაც მჭირდა. მაგრამ ახლა წაყოლის თხოვნა იმ იდიოტური პრინციპების ღალატი იქნებოდა.

-ეს პირველია? – გაიკრიჭა ექოსქოპისტი

-რა არის პირველი?

-ბავშვი. უკვე მეორე თვეში ხართ.

-ბავშვი?

ბავშვი ძალიან უნდოდა. მეც ძალიან მინდოდა. ვფანტაზიორობდით როგორი შეიძლებოდა ყოფილიყო ჩვენი ბავშვი. პირველი გოგო იქნებოდა თუ ბიჭი. რას დავარქმევდით. როგორ მოვუვლიდით. იმასაც კი მიყვებოდა, როგორ გამატარებინებდა ორსულობის 9 თვეს

-ბავშვი… – ოდნავ გამეღიმა და ავტირდი

ფიქრი: ვაპატიებ. რა თქმა უნდა ვაპატიებ. ან რა არის საპატიებელი.

ჩქარი ნაბიჯით მივდიოდი. თითქმის მივრბოდი. თან მეღიმებოდა

-ბავშვი…- ხანდახან ვლუღლუღებდი უნებურად…

ბედნიერი შევვარდი სადარბაზოში. პირველივე საფეხურზე რომ დავდგი ფეხი საშინელი ხმაური გვიგე. მივხვდი, მაგრამ მეშინოდა. 3 სართული გაუჩერებლად ავირბინე. რომ ავაღწიე კარი ღია იყო, სახლი – მეზობლებით სავსე. არანაირი ხმა. ვიღაცამ თქვა სასწრაფოს დავურეკოთო. ვიღაცამ უპასუხა რაღას უშველისო.

იატაკზე სისხლი და მასთან ახლოს პისტოლეტი…

ბაბუის დანატოვარი ძველი პისტოლეტი…

გონს საავადმყოფოში მოვედი რამდენიმე საათის შემდეგ.იქვე ექიმი იდგა

-თავი მოიკლა… – ძლივს წამოვილუღლუღე

ექიმმა შემომხედა. მომიახლოვდა.

-ნუ ღელავთ თქვენ მალე უკეთ იქნებით

ვიღასთვის უნდა ვიყო უკეთ-გავიფიქრე. და გამახსენდა

-ბავშვი.. – ისევ ძლივს ამოვილუღლუღე და უნებლიედ ხელი დავიდე მუცელზე. მარტო მაშინ ვიგრძენი საშინელი ტკივილი შიგნიდან მთელ სხეულში, მაგრამ ზუსტად არ ვიცი რა მეტკინა

-ვწუხვარ-თავი დახარა ექიმმა-რომ მოგიყვანეს სისხლდენა გქონდათ. ბავშვი ვერ გადავარჩინეთ… – ცოტა ხნის პაუზის შემდეგ- ნუ ღელავთ, ბავშვების გაჩენას კიდევ შეძლებთ

არავის უთქვამს, ადვილი იქნებაო, მაგრამ…

არ ვიცი…
არ დამითვლია რამდენი ხანია, რაც პასტა არ ამიღია ხელში…
არც ის მახსოვს ბოლოს როდის დავტკბი აკრძალული ხილის სიტკბოთი
არ მახსოვს… მაგრამ მის სიტკბოს ახლაც ვგრძნობ ტუჩებზე…
მე მგონი ოდესღაც ვიღაცა მიყვარდა
თუმცა ვერც ამას ვიტყვი დაზუსტებით
ხანდახან მგონია, რომ ჩემი შურისძიების სურვილი ისევე მათბობს, როგორც სხვებს სიყვარული
თუმცა არც ამას აქვს ახლა მნიშვნელობა…
ძველ მოგონებებს ვქექავ…
ძველი მე მომწონს
ძველ მეს კიდევ თავისი წარსული მე უფრო მოსწონდა
და კიდევ მომავალი… ანუ ის მე, რომელიც ახლა ვარ…
ყოველთვის მეჩქარებოდა
ოღონდ წარმოდგენაც არ მაქვს სად
ახლაც მეჩქარება
და როგორც ყოველთვის მაინც ვერაფერს ვასწრებ biggrin.gif
იმან მითხრა კარგიაო, იზრდებიო…
მე ვუთხარი მტკივამეთქი
იმან მითხრა, არავის უთქვამს რომ ადვილი იქნებოდაო
გილოცავო
კარგად გამოგდისო
წარმატებით იღებ ადამიანის სახესო

მე ვუთხარი მეშინიათქო
იმან მითხრა ნორმალურიაო, უნდა გეშინოდესო
მერე ვუთხარი….
ვეღარაფერი ვეღარ ვუთხარი
და ცრემლიან თვალებზე შემომხედა
და მითხრა შენ ყველაზე სუსტი ხარო
და ყველაზე ძლიერიო
და კიდევ მითხრა
არავის უთქვამს რომ იოლი იქნებოდაო
ჩემო მეგობაროო

და გამიღიმა
მეც გავუღიმე
და წამოვედი
და ვიქექები ისევ ძველ ნაწერებში
ლექსებში
დავიწყებულ ისტორიებში
ადრე ნაჩუქარ წერილებში
ლექსებში
სიყვარულში
კანფეტებში
ყვავილებში
მაგრამ ამას ახლა არ აქვს მნიშვნელობა smile.gif

მერე ისევ წინ მივდივარ
ისვ ვჩქარობ
მერე ფეხს წამოვკრავ ისევ სადღაც
ვჩერდები, მტკივა, ცრემლი მერევა
მინდა ვიკივლო
წამით მინდება, ვინმე ადგომაში დამეხმაროს
მერე მახსენდება, რომ ეს უკვე ათასჯერ მაინც გამიკეთებია
და ჩემითაც შემიძლია ადგომა და გზის გაგრძელება
მერე ხანდახან უკან ვიხედები, ვაკვირდები, რას შევეჯახე,
რატომ ვერ შევამჩნიე
და მერე მეცინება
ის, რაც ცოტა ხნის წინ უზარმაზარი ლოდი იყო, რომლის გამოც დავეცი, შორიდან უკვე პატარა კენჭად ჩანს…

გააგრძელე, ჩემო მეგობარო, მაგრამ ნელა… და დიდი ლოდების ნუ შეგეშინდება
გეტკინება, მაგრამ გაგივლის
არავის უთქვამს რომ ადვილი იქნებოდა
თანაც შენ ეს კარგად გამოგდის…

წითელი კაბა

ვიცვა ყოველ საღამოს წითელ კაბას

ყოველ საღამოს გავდივარ ქუჩაში

ყოველ საღამოს ვარ ეძავი

ვყიდი სხეულს ფულისთვის

ვყიდი სხეულს ერთი ღამის სიყვარულისთვის

გამთენიის უკვე ვერ ვუძლებ ამდენ მოფერებას

ვიპარები სანამ ჯერ კიდევ ბნელა ქუჩებში და მზის ამოსლამდე დავხეტიალობ

ისე მიყვარხარ რომ უკვე გული მერევა

ისე მიყვარხარ რომ შენს სიტყვამიყვარხარ“- სხვის ბევრ ფულში ვცვლი

გამთენიისას აზრ მეხსნება

როცა უაზროდ ვხეტიალობ და

ვღვრი ცრემლებს გაყიდული სიყვარულის გამო

ვღვრი ცრემლებს შენი ტკივილის გამო

არ მოვიტყუები, შენს დასამშვიდებლად არ ვიტყვი რომ მე ეს არ მომწონს

უბრალოდ გამთენიისას მეზიზღება გაყიდული თბილი სუნი

არა, შენს შემოტენილ, ტყულებს ისევ გაყიდული სიყვარული მირჩევნია

გაყიდული სხეული

გაყიდული თბილი სუნი

და სინანულის ცრემლები გამთენიისას

ისევ ჯასთ :)

ახლა ჩემს გვერდით :)
ვგრძნობ შენს სითბოს, შენს სუნს :) ზუსტად ისეთია როგორიც წარმომედგინა
და სანამ მთელი მონდობებით ვჭამ ნაყინს შენს მეფერები სახეზე, თმებზე, ხელებზე… და მე პატარა ბავშვივით, არ ვიმჩნევ
თითქოს არც ვგრძნობ… სანამ შემიძლია თავის შეკავება, სანამ შემიძლია შენი ცდუნებისთვის გაძლება, არ ვიმჩნევ… მერე ერთიანად ამაკანკალებს… მერე ნაყინსაც დავივიწყებ… მერე შენს თბილ ხელებსდავნებდები… არადა მართლა თბილი გაქვს ხელები… აი ტემპერატურა კი არა, ენერგია მოდის რაღაცნაირი…. ისეთი რომ მიჭირს თავის შეკავება… და სუნი გაქვს… აი ბავშვებს რომ თბილი სუნი აქვთ ხომ იცი? იმაზე უფრო სასიამოვნო სუნი გაქვს :)
მთელი მონდომებით ვჭამ ნაყინს და არ ვიმჩნევ რომ კანის ქვეშ ჭიანჭველებმა დაიწყეს სიარული…
მთელი მონდომებით ვჭამ ნაყინს, არადა ვიცი, დამთავრდება ნაყინი და შენც წახვალ…
არ დამტოვო…

სიზმარი

ისევ სიზმარი, რომ ვიგუდები, რომ საკუთარ ფილტვებს, საკუთარ გულს ვარწყევ და ხელში ვიჭერ… და ვიხუთები და ცრემლები მახრჩობს … და როცა მგონია რომ ყველაფერი დამთავრდა, რომ მორჩა კოშმარი და მეშველა, როცა მგონია რომ შემიძლია ამოვისუნთქო ისევ თავიდან იწყება ყველაფერი … ისევ ვიგუდები, ისევ ცრემლები მახრჩობს, ისევ ვარწყევ საკუთარ გულს და ფილტვებს და ხელში ვიჭერ უარესად მეხუთება სული და ვკვდები… და ისევ მგონია რომ მეშველა და ახლა ამოვისუნთქავ და ისევ თავიდან იწყება კოშმარი…

იასამნის ბოდვები

post-59-1148412034.jpg

ისევ ბრუნდება, ისევ მოდის და მაგიჟებს აზრები
ისევ არ მტოვებს მარტო
და მაბრუებს
და მათრობს
და მაშინებს
და ვეღარც ვხვდები უსასრულო ტანჯვაში ვარ თუ ნეტარებაში
და ბრუნდება
და არ მტოვებს
და მაიძულებს ისევ ვიჩურჩულო იასამნისფერი ბოდვები…
და ხელს მკიდევს
და თვალს ვხუჭავ
და უკვე მაკანკალებს
და ახლა ბედნიერი ვარ მის თბილ მკლავებში, მის გულისცემას ყურებით ვისმენ
და ვჩურჩულებ
და ვბოდავ
და ვგიჟდები
და ნეტარების თრთოლვა გადადის ტანჯვის კანკალში
და მგონია რომ აწი სულ ასე იქნება
და მეშინია
და ვიშლები
და უფრო ვეხვევი და უფრო არ ვუშვებ ხელიდან
და მიყურებს
და შტერდება
და მკოცნის
და მეფერება თბილი ხელებით
და გონს მოვდივარ
და ვხვდები, რომ მასთან უბედური ვერ ვიქნები
და ბედნიერება უმისოდ არ მოვა
და ვეხვევი
და ვეკვრები
და ვჩურჩულებ იასამნისფრად ბოდვებს

მარტო ისევ გზაზე

თითო ნაბიჯით ნელ-ნელა გიახლოვდები
ხმაურით მოვდივარ.
შენამდე ცოტაა დარჩენილი
გამოსავლელი გზა
მაგრამ ისე შორს მეჩვენები
მგონია ვეღარასოდეს მოვაღწევ…
რაც თავი მახსოვს შენთან მოვდივარ
თითო ნაბიჯით ნელ-ნელა გიახლოვდები
ხმაურით….
ჩუმად არ გეპარები
ყოველთვის იცი რომ მოვდივარ
შენს უკან
ნელ-ნელა, თითო ნაბიჯით…
მანძილი ცოტაღა რჩება
გეწევი….
მალე ჩაგეხუტები და გაქრება
ტანჯვის მოგონებები
შენთან მომავალ გზაზე….
ერთი ნაბიჯიც….
და შეხებამდე გზა ქრება
და შენც ქრები
და მარტო ისევ გზაზე,
რომელზეც უკვე საუკუნეებია რაც მოვაბიჯებ
შენთან შესახვედრად….

უბრალოდ…. ცოტა….

dreaming1.jpg

არ მინდა
შენი პირობები
ოცნების გორები
გადადგმული მთები
გმირობები
სიმღერები
ლექსები
შენგან არ მოვითხოვ
უბრალოდ მინდა…
ცოტა
სითბო…
ცოტა
მზე…
ცოტა
ბედნიერება….
და
მაჩუქე
სულ
ცოტა
თუნდაც
ერთი წვეთი
სიყვარული

და მე ბედნიერი ვიქნები

დამნებდი

გული

ძალიან მძიმე და ძლიერია ჩემი უკანასკნელი გულისცემა
ძალიან ნელა, მაგრამ ძალიან ძლიერად მოძრაობს
და მესმის მისი ხმა
და საშინლად მტკივა
და თითქმის ჩემი სხეულიც ყვება გულის მოძრაობას
ერთი
.
.
.
ორი
.
.
.
სამი
.
.
.
ძალიან ნელა
ძალიან მძიმედ და მტკივნეულად
და ვიხსენებ
რამდენჯერ ეტკინა ჩემი ტკივილი
რამდენჯერ გაიზიარა ჩემი ცრემლები
რაც დავიბადე ერთხელაც არ დაუსვენია

და დაიღალა ალბათ
ან მობეზრდა თითოეული ჩემი ცრემლის გრძნობა
და ახლა ჩერდება
ძალიან მძიმედ
ნელა
და როგორ მკივნეულად ფეთქავს

ერთი
.
.
.
ორი
.
.
.
სამი
.
.
.
ოთხი
.
.
.

მტკივა
ღმერთო, როგორ მტკივა

და ვიხსენებ ყველა წუთს, როდესაც ვატკინე
ყველა წამს, როდესაც ვატირე
და არ მიკვირს რომ ასე ძალიან მტკენს ახლა თვითონ

და რჩება წამები
სანამ უკანასკნელად გადაისვრის უკანასკნელი სისხლის წვეთებს….
და მტკივა
ფიზიკურად იმდენად აღარ
სინდისი მტკენს ახლა
როგორ დამიტანჯია ჩემი პატარა გული
რამდენი გადავატანინე
რამდენი ცრემლი ვადინე…
სამაგიეროს მიხდის
სამართლიანი ვენდეტა მომიწყო….

და დაცინვით მითვლის ბოლო წამებს
და უფრო ნელა
უფრო მძიმედ მოძრაობს მოძრაობს

და მტკივა
საშინლად მტკივა

ერთი
.
.
.
ორი
.
.
.
სამი
.
.
.
.
.
.
.