წყევლა – for Art Idea

ოჯახში დაიბადა გოგონა

ცოლ-ქმარი ბედნიერი იყო, რამდენადაც 3 ბიჭის შემდეგ, უკვე დიდი ხანია, გოგონა უნდოდათ

მაგრამ გოგონა დაიბადა ნიშნით. დაწყევლილი იყო მუცლიდანვე. ძალიან ლამაზი, ტუჩთან ხალით, ფითქინა კანით და მაღალი IQთი დაჯილდოვებული

ბავშვობაში არაფერზე ეტყობოდა, რომ დაწყევლილი იყო, რამდენიმე რთულ ოპერაციას და 8წლიდან სათვალის ტარებას თუ არ ჩავთვლით. გოგონა წამოიზარდა, სირთულეების არ ეშინოდა და მხნედ იყო. ყოველ ოპერაციას ოდნავი შიშით, ოღონდ მხნედ ხვდებოდა. საამისო მიზეზიც ჰქონდა: მამა ყვავილების თაიგულს და ტკბილეულს აჩუქებდა, დედა – ოქროს ბეჭედს, ან ძეწკვს, ყველა დანარჩენ კაპრიზს ძმები უსრულებდნენ.

წამოიზარდა გოგონა და შეუყვარდა ერთი ბიჭი. ბიჭის ოჯახმა გოგონა დაიწუნა, თუმცა ახალგაზრდებმა თავისი გაიტანეს და მაინც დაქორწინდნენ.

თითქოს ყველაფერი იდეალურად იყო. ორივე მუშაობდა, თანაც კარგ კომპანიებში და ფული საკმარისზე ბევრად მეტი ჰქონდათ. 3 ბინის ყიდვა მოასწრეს (თუმცა არ იცოდნენ ამდენი რად უნდოდათ) სრულ ბედნიერებას მხოლოდ ბავშვი აკლდა. გოგონას რამდენჯერმე მოეშალა მუცელი. ბოლო მოშლას იმდენად რთული შედეგები მოჰყვა, ექიმებმა განუცხადეს, შვილს ვეღარ გააჩენო.

გააგრძელე კითხვა აქ ===>>

რეინკარნაცია – არტ იდეასთვის

რეინკარნაციის რამდენიმე განმარტება ვნხე სხვადასხვა ენაზე და სხვადასხვა ლიტერატურაში… განმარტება ყველგან მსგავსია, თუმცა ჩემი რეინკარნაცია ყველა მათგანისგან აფსოლუტურად განსხვავდება. რომ იკითხოთ არც არავინ დაგიდატურებთ, რომ რეინკარნაციას ასეთი ფორმაც აქვს, თუმცა სიმართლე რომ გითხრათ, მეც არ ვარ მთლად დარწმუნებული, რომ რაც ჩემს თავს ხდება რეინკარნაციაა. ყოველ შემთხვევაში მე მას ასე ვუწოდებ.

ჩემთვის ყოველი დილა რეინკარნაციაა. ახალი სხეულით, ახალი გარემოთი, ახალი ეროვნებით. ყველაფერი ახლით, მხოლოდ გონებაა ისევ ჩემი.

ვიღვიძებ მარტო, ან ვინმესთან ერთად, მდიდრულ სახლში, ან ხიდის ქვეშ, ვარ 3 შვილის დედა, ან 15 წლის თინეიჯერი. ყოველ დღე ვიღვიძებ ახალი ცხოვრებით, ახალი ნაცნობებითა და მეგობრებით, ახალი რეალობით ჩემ გარშემო და მე ამ განსხვავებული ცხოვრებებით ვცხოვრობ ყოველ დღე.

ნამდვილი საშინელება იყო თავიდან. ყოველ დილას ტირილით ვიღვიძებდი, ყოველ დილას წინა დღის ოჯახი და ცხოვრება მენატრებოდა, ყოველ დილას სტაბილურ ცხოვრებაზე ვოცნებობდი. ვერ გეტყვით, რომ ახლა შევეჩვიე. ამას შეჩვევა, ან რამე ჭირზე შეგუება არ ქვია. უბრალოდ უკვე მართლა მომწონს ასეთი ცხოვრება. ბოლოსდაბოლოს ყველას ხომ არ უმართლებს იმდენად, რომ ყოველ დილას ახალი ცხოვრებით გაიღვიძაოს. ყოველ დღე განიცადოს რეინკარნაცია )))

სიზმრების ქალაქი

მთელი კვირა ვფიქრობდი, რა შეიძლებოდა დამეწერა ამ თემაზე…
მერე რომ დუმალა, დუმალა და დადუმალას მივხვდი რომ ეგ ქალაქი მაინცდამაინც არ მიზიდავს და თითებიც იმიტომ არ გამირბის რაღაც ახლის დასაწერად ამ თემაზე smile.gif
ხოდა რა ხდება ახლა…
სიზმრების ქალაქი… წარმოგიდგენიათ მაინც როგორი იქნებოდა სიზმრების ქალაქი?
ხო, ერთი შეხედვით რაღაც ლამაზი უნდა იყოს, წიპა ადგილი სადაც ყველა სურვილი და ოცნება გისრულდება და ბლა ბლა…
მაგრამ ყოველთვის ლამაზ სიზმრებს ხომ არ ვნახულობთ smile.gif
აი, გაიხსენეთ თქვენი ფანტაზიები, ოცნებები, ლამაზი ფიქრები, კოშმარები, შიშები და წარმოიდგინეთ რომ ეს ყველაფერი არის ერთად მოქცეული… ერთ ქალაქში, ერთ ადგილას… თქვენი არ ვიცი და მე ეგ ქალაქი რაცხა მაინცდამაინც არ მომწონს biggrin.gif

ნაგავს ნუ დაყრით

სულ მესმის ეს ფრაზა… საიდანღაც… შიგნიდან…
“ნუ დაყრი ნაგავს”
არადა უცნაურია… ნაგავს ნაგვის ურნის გარდა არსად ვყრი…
და მაინც… “ნაგავს ნუ დაყრი”
არ ვყრი, ბატონო!…
“ყრი!”
არადა არაფერს არ ვყრი…
მაქსიმუმ ძველი ან მტკივნეული მოგონებები გადავყარო..
“აი, ხომ გეუბნებოდი, ყრი…”
ეს არ ითვლება… რატომ არ უნდა გადავყარო ის, რაც აღარ მჭირდება,  ან ის რისი გახსენებაც მტკენს? ესეიგი არაფერს არ ვაშავებ… თანაც არაფერს არ ვანაგვიანებ smile.gif
“მე მანაგვიანებ”
ჰმ… ნეტა ეს ვინაა?
“მე შენზე მეტად მტკენს ეგ ნაგავი…”
რა ხდება ნეტა?
“მე შენი გადაყრილი მოგონებების და შეგრძნებების კონტეინერი ვარ… არ იცოდი ჩემი არსებობის შესახებ ხო? ხოდა ახლა იცი … შენი გადაყრილი ნაგავი არ იკარგება, ჩემთან იყრება და 10მაგად უფრო მტკივნეულია ეს ორივესთვის… ნუ ფიქრობ რომ ნაგავი შენ აღარ გტკენს: თვითონაც ხომ გრძნობ როგორ გღრღნის ყოველ დღე შიგნიდან…
ნუ დაყრი ნაგავს…”
არა… ვერაფერი გავიგე… მე ხომ იმას ვივიწყებ, მე თავიდან ვიცილებ ტკივილს… მე ეს ნაგავი აღარ მჭირდება…
“გჭირდება… გჭირდება იმაში რომ არ დაგავიწყდე ვინ ხარ, რომ რომ მოერიო ტკივილს, რომ განვითარდე… როგორც არ უნდა დამალო ნაგავი, ის მაინც აყროლდება… ჯობია მოერიო და შენთვის ნეიტრალური გახადო…
ნაგავს ნუ დაყრი!”
ჰმ… მგონი მესმის… ამას რაღაც ქვეცნობიერს თუ არაცნობიერს თუ რაღაცას ეძახიან ის გენიოსები, აი ფსიქოლოგები რომ ქვიათ…
“ზედმეტს ფიქრობ… რაც ახლა გესმის ის შენი ხმაა… მე ცალკე არსება არ ვარ…
უბრალოდ დავინდოთ ერთმანეთი და ნაგავს ნუღა დაყრი…”
ხო, აი ახალი რაღაც უნდა ვისწავლო ახლა : როგორ არ გადავყარო ნაგავი ჩემი ტვინიდან…

რამდენს გადაიხდი? (ყველაზე ბანალური, საპლიავი და მშრალი პოსტი)

ხოდა გათენდა დილა და ჩავრთე კომპი რომ ჩამერთო მუსიკა…
მერე ვიფიქრე, მაინც აქ ვარ და მეილსაც შევამოწმებთქო, თუმცა ვიცოდი, ასე ადრე არავინ მომწერდა…
კაკ ნი სტრანნა 1 შეტყობინება დამხვდა ინბოქსში (ალბათ გვიან ღამით გამოაგზავნეს)
გავხსენი და არტ იდეადან იყო, ახალი თემა გვაქვსო სათაური: “რამდენს გადაიხდი?”
ხო, ამაზე თუ გავახსენდები ვინმეს biggrin.gif
თან ამ თემაზე რა უნდა დავწერო მე …
ჩავიცვი და სახლიდან გავედი, ლექციებზე მაგვიანდებოდა
ტაქსი გავაჩერე:
_ გამარჯობა, ვაკეში რამდენად გამიყვანთ?
_ თქვენ რამდენს გადამიხდით?
წამიერად გავითიშე…
რამდენს გადავიხდი?
რაში? ლექციებზე რომ არ დამაგვიანდეს?
თუ იმაში რომ არასოდეს მენახა ატირებული დედა…
ან იმაში რომ მკვდარ მამას კიდევ ერთხელ ჩავხუტებოდი?
მეიბი იმაში რომ მიცვალებული მებია არ მენჯღრია spy.gif
ან იმაში რომ მშობლიურ სახლში მეცხოვრა?…
ან იმაში რომ ჩემს მეგობრებს ჩემი შეცდომები არ გაემეორებინათ….
ტაქსისტის გამეორებულმა კითხვამ გამომაფხიზლა:
_ თქვენ რამდენს გადაიხდით?
_ მთელ სიცოცხლეს…
_ spy.gif
_ ა… უი… ხო… 3 ლარი…
_ ცოტაა, გენაცვალე _ დაქოქა და წავიდა…

მერე დავფიქრდი და ამეებიდან თითოეულში ყველაზე, ყველაზე ძვირფასს მივცემდი_ცხოვრებას…

p.s. და თქვენ რამდენს გადაიხდით?

ტაქსიში, ვაკემდე…

ყველაფერი ჩემ შესახებ

სეირნობდა ღმერთი ზღვის სანაპიროზე და ფიქრობდა, რამდენი ხანია, არაფერი განსაკუთრებული არ შეუქმნია… და შექმნა ღმერთმა ადამიანი, რომელიც იყო უბედური, რომელსაც არაფერი გააჩნდა_ არც ქონება, არც ჭკუა, რომლის ცხოვრებაც დაბადების დღიდან სიკვდილამდე უბედურების დიდი ისტორია იყო და შექმნა ადამიანი, რომელიც იყო ბედნიერი, რომელსაც ჰქონდა ყველაფერი_ქონებაც, ჭკუაც… მთელი მისი ცხოვრება, ცხოვრების ყოველი წუთი ლამაზი იყო… მაგრამ შედეგებმა დააღონა ღმერთი… თავისი შემქმნელი ორივემ უარყო, ერთმა ბედნიერების გამო, მეორემ კი უბედურების გამო…
განრისხდა ღმერთი და დასაჯა ორივე_ გამოკეტა ქვესკნელში და დაავალა შეექმნათ კიდევ ერთი ადამიანი… იდეალური ადამიანი… ადამიანი, რომელშიც იქნება ჩადებული ყველაფერი საუკეთესო, მაგრამ რომლის ცხოვრებაც იქნებოდა ტრაგედია… ლამაზი ტრაგედია… რომელიც მას არ აატირებდა, პირიქით, გააღიმებდა… ტრაგედია, რომელიც მოუტანდა ბედნიერებას… ტრაგედია, რომელიც არ იქნებოდა სხვა ტრაგედიების მსგავსი… ადამიანი, რომელის საცხოვრებელი ადგილი ღრუბლები ან ზღვა უნდა ყოფილიყო, მაგრამ იძულებული იქნებოდა ხმელ მიწაზე ევლო და ამისგანაც ბედნიერად ეგრძნო თავი… ადამიანი, რომელიც იქნებოდა სხვა ადამიანებზე მეტი, მაგრამ არასოდეს გაიგებდა ამის შესახებ…
დაიწყეს ბედნიერმა და უბედურმა ადამიანებმა ახალი ადამიანის შექმნა… მისცეს მას გონება, აზრივნების უნარი, მისცეს ლამაზი ღიმილი, მისცეს ბედნიერება და ბედნიერების შეგრძნება, მისცეს ლამაზი და ტრაგიკული ცხოვრება და უბედურებების დავიწყების უნარი… მოკლედ, ყველაფერი მისცეს რისი მიცემაც შეეძლოთ, რაც დაავალა ღმერთმა და რასაც თვითონ თვლიდნენ რომ გაულამაზებდა ცხოვრებას…
და დაიბადა ახალი ადამიანი… და ბედნიერი იყო ღმერთი და ბედნიერები იყვნენ მისი შემქმნელები…
და მერე გავიდა დრო და დაურეკა ახალმა ადამიანმა ღმერთს და მოუყვა თავისი უბედურებების შესახებ და იმის შესახებ რომ მისი ცხოვრება მაინც ლამაზი იყო… ღიმილით მოუსმინა ღმერთმა თავის რჩეულ ქმნილებას და დაკიდა ყურმილი… ისე რომ არაფერი არ უთქვამს…
მერე კიდევ გავიდა დრო და ისევ გაბედა ახალმა ადამიანმა ღმერთთან დარეკვა და უთხრა რომ ბედნიერი იყო, რომ მან ასეთი კარგი შექმნა ის… ღმერთმა ისევ ღიმილით უსმინა საყვარელ ქმნილებას და ბოლოს ისევ სიტყვის უთქმელად დაკიდა ყურმილი…
ცოტა ეწყინა ადამიანს, მაგრამ არ შეიმჩნია…
და მერე კიდევ გავიდა ბევრი დრო და ბევრი ფიქრის მერე ისევ დაურეკა ახალმა ადამიანმა ღმერთს და უთხრა რომ დიდ გასაჭირში იყო და მისი დახმარება სჭირდებოდა… უსმინა ღმერთმა, გაიღიმა და ისევ უხმოდ დაკიდა ყურმილი…
და მერე უფრო ბევრი დრო გავიდა და ახალმა ადამიანმა კიდევ ერთხელ დარეკა ღმერთთან და უთხრა, რომ ძალიან ბედნიერი იყო და აღარ სჭირდებოდა ღმერთის მხარდაჭერა…
და პირველად დაილაპარაკა მასთან ღმერთმა:
“მოიცადე… მე ჩემთვის შეგქმენი…”
“ხოდა მადლობა რომ აქამდე მაფიქრებინე, რომ ჩემთვისაც არსებობდი”
“მე შენთვის… ყველასთვის ვარსებობ…”
“შენი დაწერილი კანონია, ღმერთო: იარსებე საკუთარი თავისთვის… ხოდა მადლობა რომ მასწავლე.  კარგად, ღმერთო, კიდევ დაკირეკავ… ” და ამჯერად თვითონ ადამიანმა დაკიდა ყურმილი… და მიხვდა ღმერთი რა ცუდია მარტოობა, რა ცუდია, როცა ხმის გაცემაზე უარს გეუბნებიან…
ადამიანი კი დღემდე ცხოვრეობს სხვა ადამიანებთან ერთად და დღემდე არ იცის რომ ის განსაკუთრებულია….
ხო, გეყოთ ზღაპრები, მე წავედი, ღმერთს უნდა დავურეკო, დავპირდი, კიდევ დაგირეკავთქო…

ახალი იდეა

წეღან მეწვია ეს ახალი იდეა smile.gif
რას ვიზამ და არტ-იდეაზე გაკეთებულ ჩემს პოსტებს აქაც დავდებ smile.gif ვისაც დააინტერესებს აქვე წაიკითხავს biggrin.gif

ხოდა დანარჩენი პოსტების წაკითხვა შეგიძლიათ თვითონ არტ იდეაზე smile.gif
მისამართი : http://artidea.wordpress.com/
მუშაობის საათები : სულ მუშაობს wink.gif