2

Winter is coming

საკონკურსო პოსტი ნატოშასთვის

Winter is coming

ერთი წლის შემოდგომის მიწურულს, ალბათ 9-10 წლის წინ, ბებია ხშირად იმეორებდა ზამთარი მოდისო და დამწუხრებული სახით ეხვეოდა პლედში. მაშინ ჯერ ბავშვი ვიყავი და არაფერი ვიცოდი ამ სამყაროს შესახებ. ამიტომ ვერაფრით ვიგებდი, რატომ აშინებდა ასე ზამთრის მოსვლა.

ხო, ბავშვი ვიყავი, 32 წლის ბავშვი. იქ ადამიანის განვითარება სხვანაირად მიდიოდა. იქაური სტატისტიკის მიხედვით მოსახლეები საშუალოდ 769 წლის ასაკამდე ცხოვრობდნენ. ამიტომ 50 წლამდე ბავშვად ითვლებოდი და განვითარებითაც ბავშვი იყავი.

ჩვენთან ზამთარი ყველას ყოველთვის განსაკუთრებით უყვარდა. ისევე როგორც აქ, იქაც 4 სეზონი გვქონდა, მაგრამ იმ სამყაროში ყოველ სეზონში 5 თვე იყო. იქ არასოდეს ციოდა და არც ცხელოდა. ამინდი და ტემპერატურა სხვანაირად იცვლებოდა.

ვერ იპოვიდით ადამიანს, რომელსაც რომელიმე სეზონი არ უყვარდა, მაგრამ ზამთარი მაინც განსაკუთრებული იყო. ზამთრის ყოველი თვის ბოლოს დღესასწაული იყო, არნაი ერქვა. დაახლოებით ისეთივე აჟიოტაჟით ვხვდებოდით, როგორც აქ შობას და ახალ წელს ვხვდებით. ყოველ თვეში ერთ თემას ავიღებდით და იმის მიხედვით ვარჩევდით საჩუქრებს, საჭმელს და დეკორაციებს თემის მიხედვით ვარჩევდით. თემას ჩვენი იქაური, ასე ვთქვათ, წინამძღვარი ირჩევდა გამოკითხვის საფუძველზე. მთელი თვის მანძილზე ანრაისთვის მზადება მიმდინარეობდა, თვის ბოლოს კი აღვნიშნავდით დღესასწაულს.

მოკლედ, დიდხანს რომ არ გავაგრძელო, იმ წელს ბებია ძალიან განიცდიდა ზამთრის მოსვლას. მერე აიჩემა, სიკვდილი აპირებს ჩემს წაყვანასო. იქ სიკვდილი მართლა მოდიოდა, თავისი ფეხით. ძალიან ლამაზი იყო და თეთრი კაბა ეცვა. ვერ იტყოდი რომ ქალია ან კაცი, მაგრამ ლამაზი იყო. სიკვდილი რომ ვიღაცას ჩაეხუტებოდა, მერე ყველაფერი ცისფრად ნათდებოდა და სიკვდილიც ქრებოდა ადამიანთან ერთად. რამდენჯერმე მეც კი შევსწრებივარ მსგავს ამბავს და ვერ წარმომედგინა თუ ასეთ სილამაზეს ასეთ ცუდ ადგილას შეეძლო წაეყვანა ადამიანი.

სანახავად კი ულამაზესი იყო, მაგრამ წაყოლა არავის უნდოდა. ვიღაცამ თქვა, სიკვდილს ისეთ ადგილას მიყავს ხალხი, სადაც ბევრი ტკივილიაო. მოსახლეობა იქ ერთმანეთს ხოცავსო, მოკლე სეზონებია და ზოგი ძალიან ცივია, ზოგი – ძალიან ცხელიო. რაც მთავარია, იქ რომ მიდიხარ, ეს სამყარო საერთოდ გავიწყდებაო. არ აქვს მნიშვნელობა აქ კარგად იქცეოდი თუ ცუდად, იმ ჯოჯოხეთში მაინც მოხვდებიო. შესაბამისად ყველას აშინებდა სიკვდილის გამოჩენა.

მამამ გადაწყვიტა გაერკვია, რატომ იფიქრა ბებომ, რომ სიკვდილი მაინცდამაინც მასთან მოვიდოდა და მაინცდამაინც წელს. თურმე შემოდგომაზე დაუნახავს ბებიას სიკვდილი ჩვენ სახლთან. ასე უთქვამს, ზამთარში დავბრუნდებიო. ვიცოდი, ბებიას ეწყინებოდა, მაგრამ სიცილისგან მაინც ვერ შევიკავე თავი. ისე გამოვიდა, თითქოს უთხრა, მოიცადე, 2 წუთით საქმე მაქვს და ცოტა ხანში მოვალო. როგორ არ უნდა გამცინებოდა აბა…

იმის მერე თავს დამნაშავედ ვგრძნობდი და ხშირად ვეფერებოდი ბებოს.

მერე არნაი მოვიდა. ბებიას ამანაც ვერ გამოუსწორა განწყობა. მერე შემდეგი არნაისთვის დაიწყო მზადება. ამანაც არაფერი შეცვალა. ბებია ისევ განიცდიდა, ზამთარი მოდისო. ზამთარი ისედაც იყო, მაგრამ ამბობდა, ახლა ნამდვილი ზამთარი მოდისო. ისეთი, როგორიც არასოდეს გვინახავს აქო. მესამე არნაის მოსვლისთვის ბებიას წუწუნი ზამთრის მოსვლასთან დაკავშირებით ყელში ამოვიდა.

მთელი ოჯახი უხასიათოდ იყო. ყველას ეგონა, რომ მოიგონა ბებიამ სიკვდილის ამბავი და ტყუილად წუწუნებდა ყურადღების მისაქცევად. მესამე არნაის მსგავსი მოწყენილი და უხასიათო არნაი არასოდეს გვქონია მანამდე.

არნაი 2 საათის დაწყებული იყო, როცა თავში გენიალური იდეა მომივიდა – დღესასწაული უნდა გამეხალისებინა. ჯერ ვიფიქრე, ბუხარს ავანთებთქო. იქაური ბუხრები ძალიან ლამაზი იყო და საოცარ ფერებად ანათებდა. ვიცოდი, რომ დაცხებოდა, იმიტომ, რომ ჩვენთან საერთოდ არ ციოდა და ბუხრები მხოლოდ სილამაზისთვის ინთებოდა.

ბუხარი მანამდე არასოდეს მქონდა ანთებული, მე ხომ ბავშვად ვითვლებოდი  32 წლის ასაკში და განვითარებითაც ბავშვი ვიყავი. სანამ უფროსები მოწყენილობით იყვნენ დაკავებულები, მე ბუხარის ანთება დავიწყე. იქაური შეშა თურმე ძალიან სწრაფად ინთებოდა. ცეცხლი აინთო. რატომღაც ჩემი ტანსაცმელიც აინთო… მე ძალიან დამცხა. მშობლებმა ყვირილი დაიწყეს. ვერ მიხვდი რა ხდებოდა.

დავინახე სახლში რომ ვიღაც შემოვარდა, თუმცა ვერ გავარჩიე ვინ იყო, ჩემი ტანსაცმელი ძალიან მკვეთრად ანათებდა და უკვე მტკიოდა ყველაფერი. უცნობი მომვარდა, ჩამეხუტა და უცებ ყველაფერი ცისფრად განათდა.

მეტი არაფერი მახსოვს იმ სამყაროდან. გონს რომ მოვეგე ვიღაც იდიოტი ბედნიერი სახით მიყურებდა და ვერ მივხვდი, რა უხაროდა.

ძალიან ციოდა…

ზამთარი მართლაც მოვიდა, ოღონდ არა ბებოსთან.

Advertisements
4

ნოემბრის 6 დღე

უკვე 6 დღეა, არ მომიწევია. ნუ ვისთვის ‘უკვე’ და ვისთვის ‘ჯერ’ :))

ცოტა ჯანმრთელობამ შემაწუხა და გადავწყვიტე, ისევ დამენებებინა თავი დროებით. ხო, დროებით იმიტომ, რომ მოწევა მომწონს და სამუდამოდ სიგარეტის გარეშე არ ვაპირებ ყოფნას. ბუნევბრივია არა იმიტომ, რომ ვერ გავძლებ. თავს რომ ანებებ უკვე ნიშნავს, რომ შეგიძლია გაძლება. ადრეც ვწერდი და ახლაც იგივეს დავწერ – მოწევა მომწონს და იმიტომაც ვარ მწეველი.

და არა, არ დავუწყებ არავის ტვინის ბურღვას იმის შესახებ, თუ რა კარგია ჯანსაღი ცხოვრების წესი. ჯერ ერთი, რომ აზრი არ აქვს, მეორე რომ ყველა მაინც ისე გააკეთებს, როგორც უნდა და საერთოდაც, ყველამ თავის საქმეს უნდა მიხედოს. არა, სხვის ცხოვრებაში ცხვირის ჩასაყოფად მოცლილი ვინც არის იმან ბურღოს ტვინი, რამდენიც უნდა.

მოკლედ, სანამ სხვა თემაზე გადავსულვარ, მომილოცეთ, უკვე 6 დღე გავიდა :))

4

ინგლისური, სამსახური და ფიტნესი

ახალი პოსტის დასაწერად რომ შემოვდივარ ძველი პოსტების კითხვით ვერთობი და ახლის დაწერა მავიწყდება :)) მარტო მე მჭირს ასე?

ინგლისურზე დავიწყე სიარული arrowclub-ში. ჩემს ielts სერთიფიკატს უკვე ვადა გაუვიდა და ესენი რა გამოცდისთვისაც მამზადებენ (FC) ეგ სერთიფიკატი მუდმივია. თან სწავლის რეჟიმში დიდი ხანია, არ ვყოფილვარ და ძალიან მომწონს.

სამსახურში ცოტა ვიღლები, მარა სამსახურს ბონუსად კარგი თანამშრომლები მოყვება და საინტერესო საქმე და ამაზე ათჯერ მეტად დაღლაც მიღირს მაგად :))

თანამშრომლებზე გამახსენდა, ფიტნესზე ვაპირებთ სიარულს და დღეს ვნახეთ დარბაზი და ბიჭებს მოეწონათ. მე ჯერ არ ვიცი, რომ ვივარჯიშებ, მერე მეცოდინება, მომწონს თუ არა. ისე, იქ აუზიც ქონდათ, მარა ასე გვითხრეს, თქვენ რომ სამსახური გიმთავრდებათ, მაგ დროს ჩვენ აუზს დავნიმ დავნო სძინავს. აერობიკაც არის, მაგრამ ეგეც მალე მთავრდება და თუ ვინმესთან ერთად ივლი, საღამოობითაც დავნიშნავთო. ჯერ ბიჭებთან ერთად ტრენაჟორებს ვცდი და თუ არ მომეწონა, მერე ვიფიქრებ აერობიკაზე.

გუშინ ვფიქრობდი, ბლოგზე საჰელოუინო განწყობა ხომ არ შევქმნათქო, მარა პოსტის დაწერას ძლივს მოვაბი თავი და განწყობის შექმნა აშკარად ბევრად უფრო მეტად დამეზარება.

 

8

სერიალების, ბეეევრი სერიალები

სულ ერთი წელია, რაც სერიალებზე შევჯექი და ჯერ საკმაოდ ცოტა მაქვს ნანახი, მაგრამ ისე შევეჩვიე ყველა სერიალის ყველა გმირს, რომ ოჯახის წევრები მგონია პერსონაჟები უკვე. მყვანან საყვარელი პერსონაჟები, მაქვს საყვარელი ეპიზოდები, რომლებსაც არ ვშლი, რომ ბევრჯერ ვუყურო. მეგობრებთან ლაპარაკისას ვიყენებ ციტატებს, რომლებსაც ყველა სერიალომანი ხვდება და ეცინება, მაგრამ სერიალებისგან შორს მყოფი ადამიანები უცნაურ გამომეტყველებას იღებენ და ნაცნობი ფსიქოლოგის ნომრის ძებნას იწყებენ )))

მოკლედ, აი ასე ვარ ჩართული სერიალებში.

მახსოვს, როცა ყურება დავიწყე, ძალიან მინდოდა, რომ ვინმეს ერჩია, რისთვის მეყურებინა ან სად რა ხდებოდა და ა.შ. ასე რომ გადავწყვიტე, თქვენთვის გამეადვილებინა ეს საქმე და აქამდე ნანახი 14 სერიალის (ზოგი დასრულებულია, ზოგი არა) მოკლე მიმოხილვა გამეკეთებინა.

1. The Big Bang Theory (შემოკლებით TBBT)
ეს ჩემი პირველი და უსაყვარლესი სერიალია. თუ ხართ მონერდო-მოგიკო ელემენტი, აუცილებლად მოგეწონებათ ეს სერიალი. სიტკომია და არის 4 ტვინით გატენილ მეგობარზე და 1 ქერა გოგოზე (ყველა გაგებით ქერაა ეს გოგო). პერსონაჟებს არ აღვწერ დეტალურად, თორემ მიმოხილვა ექსტრა გრძელი გამოვა. ასე რომ თქვენით ნახეთ ; )

the-big-bang-theory-1_large

2. Fringe
ძირითადად პარალელურ სამყაროებზეა საუბარი. FBI-ს აგენტზე, ოლივიაზეაა, რომელსაც ცოტა უცნაურ, ამოუხსნელ მოვლენებთან უწევს შეხება და საქმის გამოსაძიებლად იხმარებს მეცნიერს, ვოლტერს, რომელიც თავის მხრივ, შვილის, პიტერის გარეშე არ მუშაობს. მოკლედ, ეს სამეული იძიებს ამ ზებუნებრივ და უცნაურ მოვლენებს და ყოველი სერიის ბოლოს ამ მოვლენებს ვოლტერი მეცნიერულად ხსნის. ძალიან მიყვარს და რეკომენდაციას ვუწევ ამ სერიალს.

fringe_season_2

3. Glee
აქაურ არხზეც გადიოდა, კლუბი ერქვა. საყვარელი ახალგაზრდული სერიალია, სკოლის მოსწავლეებზე, რომლებსაც სიმღერა უნდათ და უყვართ და იმ სირთულეებზე, რომლებთან შეხებაც უწევთ.

Glee 15

4. The Glee Project
Glee-სთვის მონაწილეების შესარჩევად შემქმნელებმა რიალითი შოუ გააკეთეს. კაი საყურებელია ეგეც. თუ Glee-ს უყურებთ, ესეც უნდა ნახოთ.

5. Buffy (the vampire slayer)
მგონი პირველი სერიალია ვამპირებზე. მთავარი პერსონაჟია ბაფი, რომლის მისიაც არის ვამპირების და დემონების განადგურება და აპოკალიფსების შეჩერება. საკმაოდ ძველია და ეფექტები არ უვარგა, მაგრამ სასიამოვნო საყურებელია, მაინც.

buffy_the_vampire_slayer_s04

6. True Blood
ასევე ვამპირებზე და ბევრ ზებუნებრივ არსებაზე. ძაან გააფუჭეს ეს სერიალი, უბრალოდ დაწყებული მაქვს და ვეღარ ვეშვები. მთავარი პერსონაჟი არ მომწონს ყველაზე მეტად.

TrueBlood-Collage

7. Dark Angel
საკმაოდ ძველი სერიალია გენ-მოდიფიცირებულ (თუ როგორც ქვია) და სუპერ უნარებიან გოგონაზე, რომელიც თავისნაირებს ეძებს. ჯესიკა ალბა თამაშობს და ჯენსენ ეკლსი (Supernatural-ს თუ უყურებთ, იქაური დინია ჯენსენი, ოღონდ ახალგაზრდობაში). სამწუხაროდ სულ 2 სეზონი გამოვიდა და შეწყვიტეს მერე.

f5a9f1bd-aaec-4b0e-af59-6e3c079575e12690863098_7241735f84

8. Leverage
ეს სერიალი ყველამ უნდა ნახოს, მე თუ მკითხავთ : )) თანამედროვე რობინ ჰუდებზეა და უუუუსაყვარლესი პერსონაჟები ყავთ. ძაან მიყვარს. gol.ge-ზეც კი დევს.

leverage_home2

9. Covert Affairs
ვიღაც გოგოზეა, რომელიც უცებ მოინდომებს, რომ CIA-ს აგენტი გახდეს და ისინიც მაშინვე აიყვანენ. სულ ერთი სეზონი ვნახე და არაფერი განსაკუთრებული…

covert-affairs

ეს სურათი რომ ვნახე, გამახსენდა, რატომაც ღირს ამ სერიალის გაგრძელება

10. Dexter
ტიპზეა, რომელიც პოლიციაში მუშაობს სისხლის ექსპერტად თუ რაღაც ეგეთად და პარალელურად სერიული მკვლელია, ოღონდ მარტო მკვლელებს კლავს, ისე დამნაშავეებს არა. ახალი დაწყებული მაქვს, სიამოვნებით ვუყურებ <3

dexter-season-6-promo

11. Tru Calling
ესეც 2 სეზონის მეტი არ გამოვიდა. საკმაოდ კარგი საყურებელი სერიალია გოგოზე, რომელიც მორგში მუშაობს და რომელსაც ზოგი დღე უმეორდება იმისთვის, რომ მკვლელობებს და ცუდ რაღაცეებს ხელი შეუშალოს.

Tru-Calling-tru-calling-1305862-996-1035

12. Misfits
პირველი რამდენიმე სერია რომ ვნახე, გამოვრთე და გაგრძელებას არ ვაპირებდი, მაგრამ კიდევ კარგი, გავაგრძელე. მეგობრებზეა, რომლებიც რაღაც შტორმის დროს ზებუნებრივ შესაძლებლობებს იღებენ. კარგი საყურებელია, რეკომენდაციას ვუწევ : ))

1_misfits2

13. How I Met Your Mother (შემოკლებით HIMYM)
ესეც სიტკომია და ისევე, როგორც TBBT, ჩემი რჩეული (მარა ბბტ მირჩევნია მაინც). ტიპი შვილებს უყვება, როგორ გაიცნო მათი დედა, მაგრამ საკმაოდ შორიდან იწყებს მოყოლას. მოკლედ, ფილმი არის 5 მეგობარზე. ერთ-ერთი არის ზუსტად ის ადამიანი, რომელიც შვილებს ამას უყვება და ეძებს ჭეშმარიტ სიყვარულს. ამ სერიალში არის მგონი ყველანაირი ცხოვრებისეული სიტუაცია, რომელშიც შეიძლება მოხვდეთ. ძალიან სასაცილოა და ძალიან მიყვარს ამ სერიალის ყველა პერსონაჟი (მეტ-ნაკლებად)

how-i-met-your-mother1

14. Supernatural
ამ სერიალებს შორის ყველაზე პოპულარულია და გეცოდინებათ თქვენც. 2 ძმაზეა, რომლებსაც დედა დემონმა მოუკლა და იმის მერე ამ ზებუნებრივ, ბოროტ არსებებს დასდევენ და ხოცავენ. სუსტი გულის პატრონებს ნუ შეგეშინდებათ, სიცილით ვკვდები ამ სერიალის ყურებისას. ჩემი ერთ-ერთი ფავორიტია თან

supernatural

ამეების გარდა Modern Family დავიწყე ახლა, მაგრამ ჯერ სულ 3 სერია ვნახე და ვერაფერს დავწერ ამ ეტაპზე.

ხო, სერიალების ყურებისას არ დაგავიწყდეთ, რაც მეტი სეზონია გამოსული, მით უკეთესი თქვენთვის. შეძლებთ ყველა გადმოწეროთ და ერთიანად უყუროთ და არ მოგიწევთ მთელი კვირების ახალი სერიის მოლოდინში გატარება.

3

ზდაროვა, გინდა გაღადაო?

სათაური ‘hi, wanna laugh’ ვირუსის ქართული ვარიანტია, მაგრამ პოსტი ვირუსი არ არის  ))
ხალხი ცოტა მინორშია ამ ბოლო დროს, ხოდა გადავწყვიტე, გასამხიარულებლად თქვენც იგივე მეთოდი შემოგთავაზოთ, რასაც მე ვიყენებ.

ამ ბოლო დროს დემოტივატორების და ფეილ ბლოგის გარდა 9gag.com-საც აქტიურად ვადევნებ თვალ-ყურს და ჩემს ტოპ რამდენიმე სურათს გაჩვენებთ. სპეციალურად მათთვის, ვინც ინგლისური არ იცის, ქვეშ თარგმანი მოვაყოლე.

ბოლომდე რომ ნახავთ, შემატყობინებთ, თუ იმოქმედა

228728_700b

დასაწყისისთვის, ეს დეპრესიული ადამიანების უმრავლესობას ეხება

თარგმანი:
– დეპრესიაში ვარ.
_ არ ხარ დეპრესიაში. უბრალოდ მოიწყინე.

 

222049_700b

თარგმანი:
ეს მაისური ცხოველებზე გამოსცადეს. არ მოერგოთ.

222111_700b

მათთვის, ვინც ვერ გაიგო, სიმღერის ტექსტია, მოკლე შინაარსით – რასაც არ უნდა აკეთებდე, გიყურებო

 

226190_700b

წარწერა სკამთან: გთხოვთ, დაუთმოთ სკამი მოხუცებულებს ან ინვალიდებს
(დაუთმეს, ვერ შეედავები)

 

child-psychology

თარგმანი: ახლა არა, ძვირფასო, დაკავებული ვარ.
წარწერა წიგნზე: როგორ აღვზარდოთ იდეალური ბავშვი.

 

თარგმანი:
– ეს სკამი დაკავებულია?
– სერიოზულად მეკითხები?
– ჰო..

შემდეგში დემოტივატორებს და ფეილ ბლოგის სურათებს შემოგთავაზებთ ;)

5

შაფათობა

გუგლ რიდერი ძალიან მიყვარს, მაგრამ მთელი დრო მიაქვს fun ნაწილის გადახედვას. ანუ დემოტივატორები და ფეილ ბლოგები და ქართული ბლოგების წასაკითხად ნაკლები დრო მრჩება.

ხოდა დღეს გადავწყვიტე ამისთვის მიმეხედა. ჩემი ბლოგროლი გასაახლებელია. ვშლი ყველა ბლოგს, რომელიც 2 თვე ან მეტი ხანია, არ დააფდეითებულა. ამაში არ ითვლება ისტორული და საყვარელი ბლოგები (როგორიცაა შავით თეთრზე, რომელიც აღარ ფუნქციონირებს, მაგრამ ვერაფრით ვიმეტებ ამოსაშლელად)

ამ წაშლებისას შევამჩნიე, რომ ამ წლის ზამთარი-გაზაფხულის პერიოდიდან ყველამ მოუკლო წერას. ეს რაღაც ვირუსია, ეტყობა ))

გამახსენდა წარმატებული ბლოგერობის რეცეპტი – გრილი ამინდი გარეთ და ცხელი ჩაი კლავიატურის გვერდით <3 ნამდვილი სამოთხეა.

 

საშინლად მენატრება არტ იდეა და ვფიქრობდი, ისევ ხომ არ ავამოქმედოთთქო, მაგრამ ბოლო 2 მცდელობა წარუმატებლად დასრულდა, ასე რომ ცოოოტათი შეცვლილი სახით შეიძლება გავაკეთო.

უი, მართლა, დრედების გაკეთება მინდა, მაგრამ ჩემი თმა ჯერ საკმაოდ მოკლეა სამაგისოდ, ასე რომ ველოდები, როდის გაიზრდება, რომ დავდრედო.

მომავალში შეიძლება ნანახი სერიალების მიმოხილვა შემოგთავაზოთ. იქნებ თქვენც დაგაინტერესოთ…

ვინმე თუ არ მყავხართ ბლოგროლში, ჯობია მეილზე მომწეროთ (p.piccolina@gmail.com).

4

მათთვის, ვინც word-ის ფაილში წერს პოსტებს

ბევრისგან გამიგია, რომ პოსტებს ბლოგზევე ვერ წერენ და ჯერ ვორდში ჩამოაყალიბებენ აზრს და მერე აკოპირებენ ბლოგზე.

ხოდა, მეგობრებო, თქვენთვის კარგი ამბავი მაქვს. შეგიძლიათ გამოიყენოთ windows live writer-ი. ძალიან გავს ვორდის ფაილს, მაგრამ ბლოგთან არის დაკავშირებული და როგორც კი რაითერში დააჭერთ ფაბლიშს, პოსტი მაშინვე გამოჩნდება ბლოგზე.

თან ძალიან მოსახერხებელია სურათების ასატვირთად (სიმართლე რომ გითხრათ, მარტო ამიტომ მომწონს მე). პირდაპირ ჩააგდებთ სურათს და უალა – სურათი ბლოგზეა ზედმეტი წკაპების გარეშე (საშინლად მეზარება ბლოგზე ცალ-ცალკე ყველა სურათის ტვირთვა).

მოკლედ, დააყენეთ ლაივ რაითერი, დააკავშირეთ თქვენს ბლოგთან (რამდენიმე ბლოგთან შეგიძლიათ დააკავშიროთ) და წერეთ ბედნიერად ; )

9

Nightroamers Society

ადრე, ფორუმზე არსებობდა თემა ‘nightroamers society’, რომელიც მხოლოდ ღამით ცოცხლდებოდა და დილამდე აქტიურად იყო. დღისით იქ არავინ პოსტავდა.

ახლა დილის 6 საათია (ნუ 15 აკლია). მე ფორუმზე აღარ ვპოსტავ და ის თემაც ალბათ არავის ახსოვს ახლა. ხოდა სად უნდა წავსულიყავი თუ არა ჩემ ბლოგზე?

მთელი ღამე წიგნს ვკითხულობდი, ქრისტეს კომისიას (ვინც არ იცით, რეკომენდაციას ვუწევ), თვალები რომ მეღლებოდა, აუდიო წიგნს ვუსმენდი – ძალიან პაპსა ავტორის ძალიან პაპსა რაღაცას. არაფერმა არ მომგვარა ძილი. არც კი ჩამთვლიმა

არადა, როცა არ გინდა, საკმარისია წიგნი ხელში აიღო და ეგრევე ითიშები და ფერად სიზმრებს ნახულობ. რა უსამართლობაა

ხოდა ლოგინიდან იმიტომ ავდექი, რომ დამესერჩა, ინსომნიის მერამდენე დღეს იწყება შიზოფრენია, თორემ 2 დღეა საერთოდ არ მიძინია და არც მეძინება ჯერ და თქვენ ხომ არ იცით?

4

უკვე ზაფხული?

ძალიან უცებ დაცხა. დღეს რომ გავედი, ისე დამცხა, ძლივს მოვაღწიე სახლამდე.

ადრე უკვე დავწერე, რომ ზაფხული მაინცდამაინც არ მიყვარს ხო? ხოდა კიდევ ერთხელ დავწერ. ბევრი მიზეზი მაქვს იმისთვის, რომ არ მიყვარდეს ზაფხული და მხოლოდ ერთი მიზეზი იმისთვის, რომ მიყვარდეს.

100_1237

ყველაზე მეტად იმას ვერ ვიტან, რომ არ თბილა – ცხელა. თან ისე, რომ სუნთქვა გიჭირს და გინდა რომ ყველაფერი გაიხადო, მაგრამ კანს ხომ ვერ გაიხდი…

თან ამ სიცხეში და ჩახუთულობაში თავბრუ მეხვევა და ვითენთები და ხელები და ფეხები მისივდება. ვეღარ ვიტან აქსესუარებს – რომ ცხელა საშინლად მაწუხებს აქსესუარები. მიჭირს დაძინება. ძირითადად ზაფხულში მაქვს ინსომნიის შემოტევები.

ადამიანები ცოტა ტანსაცმელს იცვამენ და ამის გამო უცხო ადამიანების კანი და თმა მეხება მე კიდევ ცუდად ვხდები ამაზე. თან რატომღაც ამ ხალხს უთანხმოება აქვს წყალთან, დაუბანელები დადიან და საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა აუტანელი ხდება. ტრანსპორტი კიდევ ჯანდაბას, ქუჩაშიც კი დგას ეს სუნი…

IMG_4287

ხო, იმ ერთადერთი დადებითი მხარე არ მითქვამს – ზღვა. ზაფხულში კარგი ტემპერატურაა ზღვისთვის და ზღვა ძააალიან მიყვარს

პ.ს. ძველი სურათებისთვის ბოდიში

1

ისა…

ბოლო დროს ხშირად ვფიქრობ იმაზე, რომ მგონი სხვანაირი პოსტების წერა მირჩევნია ამ ეტაპზე და მაგიტომაც არ მომდის მუზა.

არადა რომ შევცვალო პოსტების შინაარსი და სტილი, მეშინია, რომ ბლოგის სტილში არ ჩაჯდება. მახსოვს, დრო იყო, ბლოგზე ჩემთვის ვწერდი და მეკიდა ბლოგის სტილიც და ისიც, მოუხდებოდა თუ არა რაღაც შინაარსის პოსტი.

მოკლედ, ჩამოვყალიბდები და მოვალ რა, თორე რაღაც უმსგავსო პოსტებს ვწერ, ხომ ხედავთ